ყირიმის ხიდზე დღეს მომხდარი აფეთქების შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას რუსეთის საგამოძიებო კომიტეტი ავრცელებს.
მათივე ცნობით, ისინი სავარაუდოდ, იმ სატვირთო მანქანის ახლომდებარე ავტომობილში ისხდნენ, რომელიც ხიდზე აფეთქდა.
„ორი გარდაცვლილის – მამაკაცისა და ქალის ცხედარი უკვე ამოყვანილია წყლიდან და მათი ვინაობა დგინდება“, – აცხადებენ უწყებაში.
უკრაინული მედია: ყირიმის ხიდის აფეთქების უკან უკრაინის უსაფრთხოების სამსახური დგას
პოდოლიაკი ყირიმის ხიდზე: „ყირიმი, ხიდი, დასაწყისი – ყველაფერი უკანონო უნდა განადგურდეს”