LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფსიქოლოგების დასკვნა: „დისნეის“ პრინცესები ბავშვების ფსიქიკას ზიანს აყენებს

1072

ბუნებრივია, ასეთი ფორმულირება საკმაოდ ხმამაღლა ჟღერს, თუმცა სწორედ ასეთი დასკვნა გააჟღერა ფსიქოლოგების ჯგუფმა ცოტა ხნის წინ. განსაკუთრებით საზიანო ეს პერსონაჟები ბიჭებისთვის აღმოჩნდნენ – ფსიქოლოგებმა აღნიშნეს, რომ „დისნეის“ პრინცესები მათზე ზედმეტად რბილ, „არამამაკაცურ“ დამოკიდებულებას იწვევს.

ექსპერიმენტის ფარგლებში, ფსიქოლოგებმა ორივე სქესის სკოლამდელი ასაკის ბავშვებს საშუალება მისცეს საყვარელი სათამაშოთი ეთამაშათ, რომელთა შორის სწორედ ზემოთხსენებული თოჯინებიც იყო. პარალელურად კვლევის ავტორებმა ბავშვების მშობლებში ჩაატარეს გამოკითხვა, რათა გაერკვიათ, რომელ მულტფილმს ანიჭებენ უპირატესობას მათი შვილები.

შედეგი მოულოდნელი აღმოჩნდა: სკოლამდელი ასაკის ბიჭების 87% უპირატესობას სწორედ პრინცესების მონაწილეობით მულტფილმებსა და სათამაშოებს ანიჭებს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები