ფსიქოლოგი დეა ყოლბაია სოციალურ ქსელში თავის ფილოსოფიურ ხედვას აზიარებს და საუბრობს ადამიანის ცხოვრების მთავარ ძიებაზე.
მისი თქმით, ადამიანები მთელი ცხოვრება ეძებენ „წამალს“, რომელიც ტკივილს, დარდს, განსაცდელს და მონატრებას გააყუჩებს:
„მთელი ჩვენი ცხოვრება რა არის? — წამლის ძიება, რომ გაგვიყუჩდეს ტკივილი, დარდი, განსაცდელი, მონატრება. სულ რაღაცას ვეძებთ… ჩვენ ვეძებთ წამალს გადარჩენისთვის,“ — ამბობს ფსიქოლოგი.
მისი აზრით, გადარჩენის ერთადერთი გზა განათლებაშია.
„ერთადერთი გადარჩენის გზა არის ნამდვილი განათლება, სინათლე.“