„მე შენ ძალიან მომწონხარ, მაგრამ სერიოზულ ურთიერთობებზე წამოსვლა არ მინდა. კაცებში, ძალიან თუ არა ხშირად ცოლად არ მოჰყავთ ის გოგო, რომელიც ყველაზე მეტად უყვართ. მოჰყავს ის, რომელიც მოსწონს, უყვარს, მაგრამ ის, რომ უყვარდა, ისე არ უყვარს და ეს მოიყვანა ცოლად“, – ამის შესახებ ფსიქოლოგი დეა ყოლბაია საუბრობს.
ვიდეოს სოციალურ ქსელში „ცოდნისმოყვარე პოდკასტი • Knowledge Podcast“ გვიზიარებს.
„აღმოჩნდა, რომ რაც უფრო მეტად გიყვარს, მით უფრო მეტად გინდა, რომ მისთვის იყო მნიშვნელოვანი. მე თუ შენ ძალიან მიყვარხარ, მე ყველაზე მეტად მინდა, რომ შენთვის ვიყო მნიშვნელოვანი. მე შენთვის მინდა ვიყო ავტორიტეტი და შენთან შეცდომა, წაბორძიკება რომ მომივიდეს, მე ყველაზე მეტად განვიცდი.
მე არ მინდა შენ განიხიბლო ჩემით. ამიტომ ვიღებთ პარადოქსულ შედეგს რომ ცოლად მოჰყავს ის, ვისზეც ძალიან გაგიჟებული არ არის. მოსწონს, უყვარს, პატივს სცემს, შვილების დედა, ოჯახი… მაგრამ, აი სი ქალი, რომ მისით განიხიბლოს მისთვის დიდი ტრაგედია არ იქნება“, – ამბობს დეა ყოლბაია.