ექიმი პათოლოგანატომი დეა ყოლბაია ესტუმრა პოდკასტს „მარტივი თეფში“ და ისაუბრა იმის შესახებ, როდის ჭამენ ყველაზე ბევრს ადამიანები და რატომ ავიწყდებათ ჭამა კონკრეტულ შემთხვევებში:
„რომ იპრანჭები და გაქვს მოტივაცია, რომ იყო პრეზენტაბელური, გყავს ობიექტი, ვისთვისაც გიღირს ეს თავგანწირვა, რომ ყოველდღე ფორმაში იყო, ამას ხომ უნდა ენერგია და ოფსილა და თავისით არ მოდის, ისევე, როგორც დალაგებული სახლი, ამ დროს ძირითადი ენერგია ხმარდება ფსიქოლოგიურ ფოკუსირებას ამ მიზანზე და საკვებისადმი მოთხოვნილება შემცირებულია… შიმშილის მომენტი იხსნება, ზოგჯერ შეიძლება, დაგავიწყდეს კიდეც საჭმელი, რატომ? გადართული ხარ შენი გულისსწორზე, ან მაგალითად, შემოქმედებით ცეცხლში ხარ გახვეული. ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რომ შენ სულ ჭამ, არის შემოქმედებითი კრიზისი, ან უსიყვარულობა…“
