ფსიქოლოგი დეა ყოლბაია ERMES TV-ის სტუმრობდა, სადაც ემიგრაციაზე და მის რთულ მხარეებზე ისაუბრა.
„ხურჯინში გაქვს მთელი შენი კარგი მოგონებები და სტატუსები, რომლითაც მიდიხარ საზღვარგარეთ და აღმოჩნდები იმ სივრცეში, სადაც არცერთი მოგონება იქ რეალურად, ნომინალურად ფასეული არ არის. არავინ იცის ვისი გოგო ხარ, არავინ აღიარებს შენ აქ რა დაამთავრე, რადგან საერთოდ შენი ქვეყანა არც კი იცის რუკაზე სად არის. იქ შენ არ გაქვს ინტელექტუალური, სალონური საუბრის შესაძლებლობა რომ პიროვნებაზე შთაბეჭდილება მოახდინო. ნულდები!
ეს პიროვნების განულება ემსახურება მას, რომ მთელი შენი მოგონებების ჯამი, რომელმაც შექმნა შენი ეგოს ბირთვი განულდა. ეს უდიდესი შესაძლებლობაა“, – აცხადებს დეა ყოლბაია.
