LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ფსიქოლოგიურად ძალადობდა დედაზე, ასევე, სისტემატურად ემუქრებოდა სიცოცხლის მოსპობით“ – შსს-მ ერთი პირი დააკავა

222
დაკავება

„შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი მუქარისა და ძალადობის ბრალდებით 1987 წელს დაბადებული ი.ა. დააკავეს“, – ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, სამართალდამცველების მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული ფსიქოლოგიურად ძალადობდა დედაზე-1964 წელს დაბადებულ ლ.ა.-ზე. ასევე, სისტემატურად ემუქრებოდა სიცოცხლის მოსპობით.

„პოლიციამ ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ი.ა. ბრალდებულის სახით დააკავა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით და 11 პრიმა 151-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, – წერია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

magti 5g