LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ფსიქოლოგიური პრობლემა მაქვს…პირადმა მიზეზებმა და სტრესმა, რაც ამ 3 წელში გამოვიარე, ჩემზე ძალიან იმოქმედა“ – ნიკოლოზ ბასილაშვილი

328
2025-05-09_01-17-45_208613

33 წლის ქართველი ჩოგბურთელი, ნიკოლოზ ბასილაშვილი LaGazzetta.ge-სთან ექსკლუზიურ ინტერვიუში განვლილ სირთულეებსა და პრობლემებზე საუბრობს.

მისი თქმით, წლების განმავლობაში განცდილი სტრესის შედეგად ფსიქოლოგიური პრობლემა შეექმნა, რომელიც თამაშში ხელს უშლის.

„პირადმა მიზეზებმა და სტრესმა, რაც ამ 3 წელში გამოვიარე, ჩემზე ძალიან იმოქმედა. სანამ ხელის ოპერაციას გავიკეთებდი, ჩოგბურთისთვის თავის დანებება მინდოდა.

33 წელი ისეთი ასაკია, კიდევ შემიძლია მაღალ დონეზე თამაში და მიზნად ვისახავ, რომ მომდევნო 2 წელში ჩვეულ ფორმას დავუბრუნდები. პრობლემა ის მაქვს, რომ ძალიან მიჭირს ემოციურად თავის გაკონტროლება.

სპორტულ და ფიზიკურ ფორმას არ ვუჩივი და დაახლოებით ისეთივე ფორმაში ვარ, როგორშიც ფორმის პიკში ვიყავი, უბრალოდ ფსიქოლოგიური პრობლემა მაქვს და ეს არის ჩემი ყველაზე დიდი მინუსი. ჩოგბურთი კი ისეთი სპორტია, რომ თუ ფსიქოლოგიურად მომზადებული არ ხარ, წარმატების მიღწევა რთულია“, – ამბობს ნიკოლოზ ბასილაშვილი.

ცნობისათვის, პოლიციამ ნიკოლოზ ბასილაშვილი ყოფილ ცოლზე განხორციელებული ძალადობის ბრალდებით, 2022 წლის 22 მაისს დააკავა, 24 მაისს კი სასამართლომ ის 100 ათას ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ბასილაშვილი 2023 წლის 21 ოქტომბერს ოჯახში ძალადობის საქმეზე უდანაშაულოდ ცნო. ცნობილი ჩოგბურთელი ხუთივე ეპიზოდში გამართლდა.

ამავე თემაზე:

„მე გამასამართლეს ნიკოლოზის მაგივრად და მას შეუქმნეს ყველანაირი კომფორტი“ – ნეკა დოროყაშვილი ბასილაშვილის წინააღმდეგ დავას სააპელაციო სასამართლოში აგრძელებს

„ძალიან რთული პერიოდი მქონდა, როგორც პირად, ასევე პროფესიულ კარიერაში.. მჯერა, რომ გამოსავალს ვიპოვი“ – რას წერს ნიკოლოზ ბასილაშვილი

ბასილაშვილის ადვოკატი: „ნიკოლოზი ალიმენტის სახით ყოველთვიურად ქართული რეალობისთვის უპრეცედენტოდ მაღალ თანხას იხდის“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g