ჯასტინ ბიბერის უცნაური ქცევები, რომლებიც საზოგადოების აზრით მისი არასიფხიზლითაა გამოწვეული, კვლავ ტაბლოიდების მთავარი განხილვის თემაა.
ბოლო დროის განმავლობაში, არტისტის ფანები მათი კუმირის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ წუხილს გამოთქვამენ და მისი ოჯახის წევრებს რეაგირებისკენ მოუწოდებენ.
უახლეს ვიდეოში, რომელიც ქსელში გავრცელდა ჩანს, რომ ჯეი ბი პაპარაცებს უპირისპირდება. მომღერალი აბეზარ ფოტოგრაფებს, რომლებიც მას დისკომფორტს უქმნიან და ყოველი ფეხის ნაბიჯზე დაჰყვებიან, სიხარბესა და უგულობაში ადანაშაულებს.
,,ფული, ფული, ფული – თქვენ მხოლოდ ფული გაინტერესებთ, თქვენ არ ფიქრობთ ადამიანებზე… წადით აქედან!” – ისმის გავრცელებულ კადრებში, რომლებშიც ბიბერი პაპარაცებს მიმართავს.
@news.com.au The star was seen heading into a coffee shop in Palm Springs, California before confronting the paparazzi. #justinbieber #entertainment #celebrity #music #singer #fyp #fypage ♬ original sound – News.com.au