LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფული ყველას მოაკლდება: რამდენით მცირდება სახელმწიფო სტრუქტურების ხარჯები

102
741869

საქართველოს პარლამენტში დღეს წარდგენილი ახალი ბიუჯეტის მიხედვით, მცირდება სხვადასხვა სახელმწიფო სტრუქტურების დაფინანსება. ცვლილებათა პროექტი საკანონმდებლო ორგანოში დღეს დარეგისტრირდა.

“აუდიტის სამსახურის ინიციატივით, მათი დაფინანსება მიმდინარე ხარჯების ნაწილში მცირდება 1 მლნ ლარით; საერთო სასამართლოების ნაწილში კაპიტალური ხარჯები მცირდება 8 მლნ ლარით; იუსტიციის უმაღლესი საბჭოს კაპიტალური ხარჯები მცირდება 1 მლნ ლარით; სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კაპიტალური ხარჯები მცირდება 1 მლნ ლარით; საპენსიო სააგენტოს მიმდინარე ხარჯები მცირდება 500,0 ათასი ლარით; შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის დაფინანსება მიმდინარე ხარჯების ნაწილში მცირდება 400,0 ათასი ლარით;

ფინანსთა სამინისტროს ასიგნებები მცირდება 12 მლნ ლარით; ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროს ასიგნებები (პანდემიის საწინააღმდეგო ღონისძიებებისთვის დამატებული 485,0 მლნ ლარის გამოკლებით) მცირდება ჯამში 26,6 მლნ ლარის ოდენობით; რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაფინანსება შემცირებულია 251,3 მლნ ლარის ოდენობით;

ჯანდაცვის სამინისტრო ადმინისტრაციული ხარჯების ნაწილში მცირდება 1,5 მლნ ლარით; საგარეო საქმეთა სამინისტროს ასიგნებები მიმდინარე ხარჯების ნაწილში მცირდება 3 მლნ ლარით; თავდაცვის სამინისტროს ასიგნებები მცირდება 75 მლნ ლარით; შინაგან საქმეთა სამინისტროს დაფინანსება მცირდება 10 მლნ ლარით; სოფლის მეურნეობის სამინისტროს ასიგნებები (პანდემიის საწინააღმდეგო ღონისძიებებისთვის დამატებული 139,0 მლნ ლარის გამოკლებით) მცირდება ჯამში 15,1 მლნ ლარის ოდენობით; განათლების, მეცნირების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ასიგნებები მცირდება ჯამში 127,7 მლნ ლარის ოდენობით; ახალგაზრდობის სააგენტოს დაფინანსება მცირდება 1,5 მლნ ლარით” – აღნიშნულია დოკუმენტში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g