LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფული ყველაზე გვეყოფა

27

„ბარსელონას“ ფული მესის გასაჩერებლადაც ეყოფა, ნეიმარისაც და სუარესისაც“, – თქვა კატალონიური გრანდის პრეზიდენტმა ხოსეპ მარია ბარტომეუმ და დასძინა, რომ მთავარი საფრთხე ინგლისის პრემიერლიგიდან მოდის.
„ბარსელონას ყოველთვის ქონდა საკმარისი სახსრები დიდი ფეხბურთელების დასაკმაყოფილებლად. ახალგაზრდა, 16 წლის მოთამაშეები მუდმივად იღებენ მაცდურ წინადადებებს ინგლისიდან. ჩვენც ყველა სეზონზე ვინმეს ვკარგავთ. პრემიერლიგა ჩვენი მოწინააღმდეგეა. თანაც საუბარია არა ერთ ცალკეულ კლუბზე, არამედ მთლიანობაში, ლიგის ძლევამოსილებაზე“, – უთხრა ბარტომეუმ Financial Times-ს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები