LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფულის, 190 სახეობის ძვირფასეულობის, „როლექსის“ საათისა და მარგალიტის ყელსაბამის ქურდობისთვის ალბანეთში 2 ქართველი ახალგაზრდა დააკავეს

244
ალბანეთში დაკავებული ქართველები

ალბანეთში საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს.

ადგილობრივი მედიის ცნობით, 32 და 36 წლის მამაკაცები დიდი ოდენობით მოპარული ძვირფასეულობის ალბანეთიდან საბერძნეთში გადატანას ცდილობდნენ.

სავარაუდო დამნაშავეებს სამკაულები მანქანაში ჰქონდათ დამალული. ალბანეთის პოლიციაში ამბობენ, რომ დაკავებულებს თან ჰქონდათ 6 000 ევრო ნაღდი ფული, ასევე, ქურდობისთვის სხვადასხვა ხელსაწყოები და მოწყობილობები.

დაკავებულების მანქანიდან ამოღებულია 190 სახეობის ოქროსა და ვერცხლის ბეჭდები, სამაჯურები, ყელსაბამები, ოქროს მონეტები, „როლექსის“ საათი და მარგალიტის ყელსაბამი.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g