LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ევროპის კომისიის 70-ე შეხვედრაზეა წარმოდგენილი

114
ალბანეთი

ალბანეთში, ქალაქ ტირანაში გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ევროპის კომისიის 70-ე შეხვედრა მიმდინარეობს, რომელიც ალბანეთის პრემიერ-მინისტრმა ედი რამამ და გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა ზურაბ პოლოლიკაშვილმა გახსნეს.

შეხვედრაზე სიტყვით გამოვიდა საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პირველი მოადგილე. თამარ ყორიაულმა ტურიზმის მსოფლიო დღის საქართველოში მასპინძლობასთან დაკავშირებით ისაუბრა. წელს, სექტემბერში, მსოფლიო ტურიზმის დღის აღსანიშნავად საქართველოს მსოფლიოს მრავალი ქვეყნიდან მაღალი რანგის სტუმარი და ტურიზმის სფეროს პროფესიონალი ეწვევა.

ევროპის კომისიის 70-ე შეხვედრას გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის წევრი ევროპის რეგიონის ქვეყნების ტურიზმის მინისტრები და ტურიზმის სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები ესწრებიან.

ღონისძიების ფარგლებში თემატური სადისკუსიო პანელები გაიმართება.