LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გააჩუმეთ ეგ კაცი! მოაშორეთ ტრიბუნას! ვინმე ორდენიძის შვილზე ამბობს, შენც და შენმა კლასელებმაც უნდა იცოდეთ, რომ მამა ჯალათი გყავსო: ანა აბაშიძე

2468
BeFunky-collage (14)

ორგანიზაცია “პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის” PHR ერთ-ერთი დამფუძნებელი და ბავშვთა და შშმ პირთა უფლებების ადვოკატი ანა აბაშიძე, ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის გიგი უგულავას მიერ აქციაზე გაკეთებულ განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

“გიგი უგულავა ემოციებს ვერ აკონტროლებს ხშირად. დღეს აქციაზე დიდი სისულელე გააკეთა. ვინმე ორდენიძის (რომელმაც მიშას მიაყენა სავარაუდოდ შეურაცხყოფა) შვილზე ამბობს, შენც და შენმა კლასელებმაც უნდა იცოდეთ მამა გყავს ჯალათიო.

ღმერთო, ვინმე აზრიანი არა ხართ მაგის გვერდით? რას აკეთებთ გესმით? გააჩუმეთ ეგ კაცი. მოაშორეთ ტრიბუნას! ვერ მართავს აზრებს როცა ემოციებშია. ჟურნალისტებო, ამ კაცის ოჯახს ნუ ადგებით და შვილებს ნუ იღებთ. რა ჯანდაბა ხდება. არ შეიძლება ასე რამე კარგი გამოვიდეს,” – აცხადებს ანა აბაშიძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g