LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გააკონტროლეთ მედია – ვასაძე ივანიშვილს და მთავრობას მიმართავს [ვიდეო]

283
vasaZeeee

ბიზნესმენი ლევან ვასაძე  „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს ბიძინა ივანიშვილს და მთავრობას მიმართავს, სასწრაფოდ შეიქმნას მკაცრი რეგულირების მექანიზმები, რომლითაც მედიასაშუალებები და კონკრეტული ჟურნალისტები ცილისწამებისთვის და შეურაცხყოფისთვის უმკაცრესად დაისჯებიან.

„მინდა მივმართო ბიძინა ივანიშვილს და ჩვენს მთავრობას. უნდა შეიქმნას სასწრაფოდ რეგულატორი, რომელიც ცილისწამებისთვის, შეურაცხყოფისთვის, მათ შორის რელიგიური და ტრადიციული გრძნობების შეურაცხყოფისთვის უსასტიკესად დასჯის მედიასაშუალებებს და პერსონალურად იმ ჟურნალისტებს, ვინც ამას იკადრებენ. ვერანაირ ეკონომიკას და სტაბილურობას, ასეთი ფარღალალო, უპატრონო მედიაპოლიტიკის პირობებში ვერ შექმნით. აქედან წამოგითაქებენ და ლამის გადმოგიყირავებენ სახელმწიფოს ერთი ჩვეულებრივი მედია პროვოკაციის მეშვეობით და გაზარალებენ კიდევ სამ მილიარდს“, – განაცხადა ლევან ვასაძემ.

ვასაძე დღეს გავრცელებულ ვიდეომიმართვაში აცხადებს, რომ მკაცრი მედიარეგულატორი უნდა დაკომპლექტდეს პრინციპული, უმწიკლო ხალხით, რომელიც ქრთამს არ აიღებს და გააკონტროლებს ქართული ტელესივრცის მუშაობას.

“ბევრი არ დაჭირდება ამ ლაჩარი ხალხის პირობაზე – ერთს, ორს, სამს, ლიცენზიას ჩამოართმევ, ჯარიმას მიარჭობ, თუ საჭიროა ციხეში ჩასვამ და თქვენით ნახავთ, როგორ დალაგდება ეს ქვეყანა. გამოიბერტყეთ ყურები, გამოიფშვნიტეთ თვალები და გააკონტროლეთ უმკაცრესი სახით მედია, რომელიც დასახლებულია უსინდისო და უკუღმართი ადამიანებით. სხვანაირად ამ ქვეყანას არაფერი არ ეშველება”, – განაცხადა ვასაძემ.

ბიზნესმენი მედიის გაკონტროლების კიდევ ერთ წყაროდ ხალხს ასახელებს.

„ჩვენი ბრალია, რომ „რუსთავი2“-ის მსგავს, ტელეტერორისტულ ორგანიზაციას აქვს ყველაზე დიდი რეიტინგი, ჩვენ ვასაზრდოებთ მას, მე 2004 წლის შემდეგ ამ არხისთვის არ მიყურებია, მაგრამ მეუბნებიან უამრავია ვინც უყურებს და აგინებს. ესეიგი რა გამოდის, ჰიპნოზის ქვეშ, მომდინარე შხამის ქვეშ, თვითონვე ვასაზრდოებთ ჩვენი დროით, რამდენჯერაც შენ რთავ ტელევიზორს და უყურებ ამ სიბინძურეს, შენთვითონვე იმსახურებ მას“, – განაცხადა ვასაძემ.

ვასაძე 20-21 ივნისის მოვლენებსაც ეხმაურება და ამბობს, რომ „უტვინო გავრილოვზე აგორებულმა პროვოკაციამ ქვეყანას უდიდესი ზარალი მოუტანა“.

“გასული კვირის მოვლენებმა , არშემდგარმა სახელმწიფო გადატრიალებამ, ამ უტვინო გავრილოვის მონაწილეობით , ჩვენი მედიის მიერ აგორებულმა პროვოკაციამ გამოიღო უდიდესი ზარალი ქვეყნისთვის, სამი მილიარდით დაზარალდა საქართველო და გამოდის, რომ ოჯახები,რომლებიც შრომობენ, იღებენ უძვირეს კრედიტებს, რათა თავიანთი სახლები, სასტუმრო სახლებად გადააკეთონ, მათ შორის რუსი ტურისტებითვის, რომლებიც უდიდეს წილს წარმოადგენენ საქართველოში,არიან მოლოდინში და  მერე უნდა დარჩნენ ამ სარჩოს გარეშე”- ამბობს ვასაძე.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g