ოკუპირებული “სამხრეთ ოსეთის” დე-ფაქტო საზღვრის მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრები ოსები შესაძლოა გაასახლონ.ინფორმაცია ადგილობრივ მოსახლეობაში ვრცელდება, თუმცა ე.წ. ოფიციალური პირები ამბობენ, რომ გასახლების საფრთხე არ არსებობს.
საინფორმაციო სააგენტო sputnik-ossetia.ru-ს ინფორმაციით, ოკუპირებული “სამხრეთ ოსეთის” ე.წ. სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის წარმომადგენლები ზნაურის რაიონის მაცხოვრებლებს შეხვდნენ და აუხსნეს, რომ მათ არ გაასახლებენ, თუმცა ჩასული სტუმრებისთვის ან ნათესავებისთვის სავალდებულოა წინასწარ, კომიტეტის ე.წ. სასაზღვრო სამსახურში საშვის აღება, ამასთან, ადმინისტრაციულ საზღვრთან მცხოვრებლებმა წინასწარ უნდა გააფრთხილონ ე.წ. მესაზღვრეები ქორწილის, პანაშვიდის და სხვა ღონისძიების შესახებ.
მოსახლეობა ამბობს, რომ აღნიშნული წესი მათ ბევრ პრობლემას უქმნის.