LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლება პერევთან არსებულ ერთადერთ პუნქტსაც კეტავს

214
bad0f85449ac3fed1b842d824264484d

 

ოკუპირებული ახალგორი და ე. წ. საზღვარი, რომელიც უკვე 115 დღეა დაკეტილია – დეფაქტო უშიშროების კომიტეტის ინფორმაციით, საახალწლო დღეებში, უსაფრთხოების გაძლიერების მიზნით, დანარჩენ საქართველოსთან ე.წ. საზღვარზე ერთადერთ საკონტროლო გამშვებ პუნქტს კეტავს. ამის შესახებ ადგილობრივი სააგენტო „რესი“ იუწყება.

სამხრეთ ოსეთისთვის მთავარი საფრთხე საქართველოა

"ეს ზიანს აყენებს როგორც სამხრეთ ოსეთს, ისე ჩვენს მთავარ სტრატეგიულ მოკავშირეს, რუსეთის ფედერაციას".

„30 დეკემბრის 20:00 საათიდან დროებით წყდება სამხრეთ ოსეთი-საქართველოს სახელმწიფო საზღვრის „ქარძმანის“ მონაკვეთზე მიმოსვლა, რომელიც გაიხსნება 3 იანვრის 06:00 საათიდან და ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს ფუნქციონირებას“, – აღნიშნულია დეფაქტო უწყების ინფორმაციაში.

სააგენტოს ინფორმაციით, „საზღვრის“ ორი გადასასვლელი პუნქტი ჯერ კიდევ სექტემბერში დაიხურა ე.წ. საზღვართან სიტუაციის დაძაბვის გამო. დღეს დილით ე. წ. საზღვართან ევროკავშირის სადამკვირბელო მისიიწს წრამომადგენლები იყვნენ ჩასულები. მათ ინფორმაციას ბრიუსელ და ევროპის სხვა დედაქალაქბე სუკვე გაუგზავნეს.

ბოლო 4 თვის განმავლობაში, ჩაკეტილი პოსტი 4-ჯერ გაიხსნა და ყველა ეს შემთხვევა მიცვალებულების გადასვენებას უკავშირდებოდა. საოკუპაციო რეჟიმს 1500-მდე საქართველოს მოქალაქე ფაქტობრივად ტყვეობაში ჰყავს. ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე. წ. პრეზიდენტი ანტოლი ბიბილოვი აცხადებს, რომ ახალგრობელებსმა პასუხის საქართველოს ხელუსუფელბას უნდა მოსთოხვნო.

ჩემი მიზანია, აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დაბრუნება ჩემი პრეზიდენტობისას მოხდეს – სალომე ზურაბიშვილი

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები