LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თითქმის სამწლიანი შეზღუდვის შემდეგ, ოკუპირებული ცხინვალის მიმართულებით ე.წ. გადასასვლელი პუნქტები ნაწილობრივ გაიხსნა

202
Capture

ახალგორისა და ჯავის მოსახლეობისთვის ე.წ. გამშვები პუნქტები გაიხსნა. მოსახლეობას უკვე აქვს შესაძლებლობა გადავიდეს საქართველოს ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე ან ოკუპირებულ ნაწილზე.

დე ფაქტო ლიდერის, ალან გაგლოევის თქმით, ეს საკითხი ადგილობრივი მოსახლეობის მოთხოვნით, რაიონული ადმინისტრაციებისა და დეპუტატის შუამდგომლობის საფუძველზე განიხილეს. მიმდინარე წლის 31 ნოემბრამდე მოსახლეობას გადაადგილება “ვადაგასული საშვებითაც” შეეძლება.

ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგებელის განცხადებით, „უკანონო შეზღუდვების“ შემსუბუქების რეჟიმი წლის ბოლომდეა ძალაში.

„ბუნებრივია, ეს არის საქართველოს ხელისუფლებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების, ერგნეთის ფორმატის შეხვედრების შედეგი. ეს ასევე იყო პრეზიდენტის წინასაარჩევნო დაპირება და როგორც ჩანს, მან ეს დაპირება შეასრულა. ძალიან კარგია, თუკი მსგავსი ნაბიჯები სამომავლოდ მოსახლეობის სასიკეთოდ გადაიდგმება, ეს ყველა მხარისთვის კარგი იქნება. ჩემი ინფორმაციით, წლის ბოლომდე, ყოველი თვის ბოლოს – 10 დღის განმავლობაში იქნება გახსნილი“, – განაცხადა ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგებელმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები