LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გაბეჩავას მიმართვა შაქარაშვილის ოჯახს: “ჩემი ცხოვრებაც ისევე დამთავრდა, როგორც გიორგისი”

522
BeFunky-collage (11)

ანა გაბეჩავამ, რომლის 18 წლის დაბადების დღის აღსანიშნავ საღამოზეც დაიწყო კონფლიქტი, რასაც გიორგი შაქარაშვილის სიცოცხლე ემსხვერპლა,  „ტვ პირველი“ ეთერში გარდაცვლილი ფეხბურთელის ოჯახს მიუსამძიმრა.

“მინდა მივუსამძიმრო ეს ტრაგედია გიორგის ოჯახს. ამ სიტუაციამ გამანადგურა. ჩემი ცხოვრებაც ისევე დამთავრდა, როგორც გიორგის. ძალიან ცუდად ვარ და განვიცდი ამ ამბავს, გულგრილი დამოკიდებულება არ მაქვს და ხელს არ დავაფარებ არავის.“- განაცხადა გაბეჩავამ.

როგორც იმ ღამის იუბილარი ყვება, წვეულებაზე მომხდარი პირველი კონფლიქტის შემდეგ, არ უფიქრია პოლიციაში დარეკვა, რადგან ჩათვალა, რომ მისგან თავისი მეგობრების სამართალდამცველებისთის გადაცემა “არ გამოდიოდა”.

პირველი სიტყვიერი კამათი მიზეზი: "დიჯეი მუსიკა შეცვალეო...პოლიციაში დარეკვა არ მიფიქრია"

"არამგონია, რომ ეს დაბადების დღის ბრალი ყოფილიყო. ეს უბრალოდ ჩვენი ბრალია, ალბათ, ადამიანების"

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ შაქარაშვილის საქმეზე სამართლებრივი დახმარებისთვის აშშ-ს მიმართა.საუბარია სოციალური ქსელებიდან შესაძლო წაშლილ პოსტებსა თუ მიმოწერაზე.

შეგახსენებთ, დღეს, 18 ივლისს, სოციალური ქსელების შემოწმების მიზნით შსს-ში გამოკითხვაზე იმყოფებოდნენ გიორგი შაქარაშვილის საქმის ერთ-ერთი მოწმე ანა გაბეჩავა და 18 ივნისის წვეულების მონაწილე ერთ-ერთი არასრულწლოვანი პირი ნ.ხ.

“მინდორში ვეძებეთ, ბიჭო…ხო არ დაბრიდესმეთქი, პირდაპირ ბიტებს გვირტყამდნენ”- ახალი ჩვენებები შაქარაშვილის საქმეში

“წვიმიანი ამინდი უნდა იყოს”- იაკობ ბრეგვაძე მზად არის მონაწილეობა მიიღოს საგამოძიებო ექსპერიმენტში

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები