LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“მინდორში ვეძებეთ, ბიჭო…ხო არ დაბრიდესმეთქი, პირდაპირ ბიტებს გვირტყამდნენ”- ახალი ჩვენებები შაქარაშვილის საქმეში

123738
BeFunky-collage (4)

გიორგი შაქარაშვილის საქმესთან დაკავშირებით დღეს თითქმის ექვსი საათის განმავლობაში გამოკითხვაზე, წვეულების ორგანიზატორი, ანა გაბეჩავა იმყოფებოდა.

ადვოკატი ამბობს, რომ სასამართლოს განჩინების საფუძველზე, ჩატარდა მისი გაბეჩავას სოციალური ქსელის შემოწმება.

ანა გაბეჩავა გამოკითხვის შემდეგ: “კითხვები არ დასმულა, ჩემი სოციალური ქსელები შეამოწმეს”

საქმის მასალებში არსებული პირადი მიმოწერებით დღეს გაირკვევა, რომ ახალგაზრდებს ჰქონდათ ინფორმაცია გიორგი შაქარაშვილის გაუჩინარების შესახებ, მაგრამ 112-ს არ შეატყობინეს.

საუბარია გიორგი ქათამაძისა და ერთ-ერთი მისი მეგობრის მიმოწერაზე, რომელსაც სავარაუდოდ, ამ საქმესთან არანაირი შემხებლობა არ აქვს. ქათამაძე მეგობარს ეუბნება, რომ თავმდამსხმელები მათ ე.წ. ბიტებს ურტყამდნენ.

“6 კაცი მისდევდა და მოკლეს, რა უნდა დავუმტკიცო…მტკიცებულებები გზაშია”- მირიან ნიკოლაძე

ნახე მკლავდნენ ბიჭო, შერყევა არ მაქვს, ტანზე არაფერი მჭირს, ცხვირი გამიტეხეს, ერთი ნაკერი,  ერთი ყურის უკან. თვალი როგორ გადარჩა არ ვიცი.მეგონა, რომ დამბრიდავდნენ.

-ის, შენი ახლობელი სად არის, ამდენ ხანს, რომ არ გამოჩნდა?

მინდორში ვეძებდი ბიჭო ხომ არ დაბრიდესმეთქი, ის მაგარი ნაცემია მაგრამ სახეზე არა, ფეხში ოდნავ დაჭრია. გასმული აქვს ჯინსი შემოეხა. პირდაპირ ბიტებს გვირტყამდნენ თავში. თან ბიჭო ორი ვინც ჩვენი ძმაკაცი არაა, პროსტა ჩვენთან აღმოჩნდნენ და  გაიქცნენ. გაგდებული ჰყავდა კოკო და შევვარდი, წავიდნენ დაბრუნდნე, რომ დამიჭირეს მე ორი დარტყმა მინდოდა და ვსიო“, – წერს ქათამაძე. 

ერთადერთი პირი, ვინც პოლიციას მომხდარი ჩხუბის გამო დაუკავშირდა, ფოტოგრაფი იაკობ ბრეგვაძეა. მისი ადვოკატის ირმა ჭკადუას თქმით, უახლოეს მომავალში იგეგმება საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარება, რომელსაც მედიაც დაესწრება.

ექსპერიმენტით ცნობილი უნდა გახდეს, სად იმალებოდა მისი დაცვის ქვეშ მყოფი და რა ჩანდა ამ ადგილიდან.

“წვიმიანი ამინდი უნდა იყოს”- იაკობ ბრეგვაძე მზად არის მონაწილეობა მიიღოს საგამოძიებო ექსპერიმენტში

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები