„გაბი აპარატიდან მოიხსნა და სუნთქავს კარგად…“ – ამის შესახებ სოციალურ ქსელში პატარა გაბრიელ ჩადუნელის დედა, თაკო ბარბაქაძე წერს და შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ მორიგ ინფორმაციას ავრცელებს.
გაბრიელს, რომელსაც მთელი საქართველო გულშემატკივრობს, ამ დროისთვის გერმნიაში მკურნალობენ.
პატარა ბიჭუნას დედა წერს, რომ გაბი აპარატიდან მოიხსნა და კარგად სუნთქავს, თუმცა გრძელდება სამედიცინო პროცედურები, რომ გაბრიელის შეშუპება ჩაცხრეს:
„გაბი აპარატიდან მოიხსნა და სუნთქავს კარგად… დაძინებითაც აღარ დააძინებენ თუ ისევ ხრჩობა არ დაეწყება ტირილის დროს. ჯერჯერობით არ გაუღვიძია ველოდებით❤️ ფიოზიოტერაპევტი ხომ ამასაჟებს, რომ გასიება ჩაახშოს. ხელებზე დიდად აღარ არის, მაგრამ ყბა ტანზეე ისევ ისეა. ყოველდღიურად სჭირდებაო მითხრეს და მოძრაობაშიც რომ იქნება უკეთესი იქნებაო… არ ვიცი მეუბნებიან, რომ სისხლძარღვებში ყველაფერი არის ნორმალური და უბრალოდ უნდა დაველოდო…🥹 არვიცი დაველოდოთ.. ვიდეო ახალი არ არის…“ – წერს თაკო ბარბაქაძე სოციალურ ქსელში.
ცოტ ხნის წინ გაბრიელის დედამ სოციალურ ქსელში შვილის ჯანმრთელობის შესახებ განახლებული ინფორმაცია გაავრცელა:
„ხელები და ფეხები ჩაუცხრა, ტანი და ყბა დარჩა… ყბაც ცოტა უკეთესად აქვს იქნებ ხვალ უკვე საგრძნობლად კარგად იყოს…“
