სლოვაკმა მხატვარმა ფრანტიშეკ ცანერმა ილუსტრაციების სერია შექმნა სახელწოდებით “გაბრაზებული დედამიწა”, სადაც ასახულია როგორ უარყოფით გავლენას ახდენენ ადამიანები პლანეტაზე.
ილუსტაციებში სხვადასხვა პრობლემებია ასახული: ოკეანეების და ატმოსფეროს დაბინძურება, გლობალური დათბობა, იშვიათი სახეობების ცხოველების განადგურება, ტყეების განადგურება, დედამიწის პლასტიკური ნარჩენებით დაბინძურება და ა.შ.
“გაბრაზებული დედამიწა” უფრო და უფრო პოპულარული ხდება სოციალურ ქსელებში. Instagram-ზე პროექტს უკვე 150 ათასი გამომწერი ჰყავს.
გარემოს დაცვითი ანგარიშის მიხედვით, რომელიც ელენ მაკარტურის ფონდმა გამოაქვეყნა, თუ ოკეანის დაბინძურების ამჟამინდელი მაჩვენებელი შენარჩუნდება, 2050 წლისთვის ოკეანეებში პლასტიკური ნარჩენების რაოდენობა თევზებისას გადააჭარბებს.