LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გაბრაზებული ვარ…სისხლით ნაშოვნი ვაქცინა აუთვისებელი დარჩა: ამირან გამყრელიძე

151
ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი „გაბრაზებულია, რადგან სისხლით ნაშოვნი ვაქცინა აუთვისებელი დარჩა“. მისი განცხადებით შარშან ქვეყანამ „ფაიზერის“ ვაქცინის 2 მილიონზე მეტ დოზას გაუკეთა მობილიზაცია და დღეს, თითქმის 400 ათასი დოზა 31 მარტამდე აუთვისებელი რჩება.

„შარშან ქვეყანამ მობილიზაცია გაუკეთა 5 მილიონ დოზა ვაქცინას. უპრეცედენტო იყო ეს. აქედან ფაიზერი გვქონდა 2 მილიონ 400 ათასი. აქედან მილიონი იყიდა სახელმწიფომ, ნახევარი მილიონი აშშ-ის მთავრობამ გვაჩუქა. აქედან ორი დონაცია იყო ევროკავშირის ქვეყნების. დღეის რიცხვით დახარჯულია ფაიზერის დაახლოებით მილიონ 700 ათასამდე დოზა. სადღაც 400 ათას დოზამდე, რომელსაც ვადა 31 მარტამდე აქვს აუთვისებელი რჩება.“ – განაცხადა გამყრელიძემ.

მისი თქმით, ის გაბრაზებულია თავის თავზეც და ყველა იმ ადამიანზე, ვინც არ აიცრა.

„ძალიან გული მწყდება. ვარ გაბრაზებული ჩემს თავზე და გაბრაზებული თქვენზეც, ვინც არ აცრილა და არ მივიდა ასაცრელად, რომ ასეთი ძვირფასი და სისხლით ნაშოვნი ვაქცინა, რომელსაც შეეძლო დაეცვა ბევრი ადამიანის სიცოცხლე მიუხედავად ბევრი ხვეწნისა და მუდარისა, ადამიანები არ მოვიდნენ და არ აიცრნენ.“ – განაცხადა გამყრელიძემ.

magti 5g