LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გაბუნია კოვიდპრეპარატებზე: როგორც კი იქნება ხელმისაწვდომი და შედეგი გვექნება, ვეცდებით, ეს მედიკამენტი ჩვენს ქვეყანაშიც გაჩნდეს

194
1

“ჩვენთვის ცნობილია მიმდინარე კვლევების შესახებ და როგორც კი იქნება ხელმისაწვდომი და შედეგი გვექნება, ვეცდებით, რომ ეს მედიკამენტი ჩვენს ქვეყანაშიც გაჩნდეს”, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ კოვიდპრეპარატზე საუბრის დროს განაცხადა.

როგორც თამარ გაბუნიამ თქვა, კორონავირუსის საწინააღმდეგო მიზნობრივი მკურნალობა, რომელიც უშუალოდ ვირუსის წინააღმდეგ იქნება მიმართული, ჯერჯერობით არ არსებობს.

მისივე თქმით, ამ ეტაპზე მათთვის მნიშვნელოვანია პაციენტის უსაფრთხოება, კლინიკური ჯგუფის გადაწყვეტილება და ის, რომ ნებისმიერი მედიკამენტი, რომელიც, თუნდაც მესამე ფაზის კვლევის ფარგლებში, საქართველოში შემოვა, უსაფრთხოდ იყოს გამოყენებული:

“კორონავირუსის საწინააღმდეგო მიზნობრივი მკურნალობა, რომელიც უშუალოდ ვირუსის წინააღმდეგ იქნება მიმართული, ჯერჯერობით არ არსებობს. რამდენიმე მცდელობა არის, რაც ერთი მხრივ, იქნება პირდაპირ ვირუსზე მიმართული მკურნალობა, ხოლო მეორე მხრივ, იმ დამაზიანებელი შედეგების შემსუბუქებისკენ მიმართული, რომელიც ვირუსმა შეიძლება გამოიწვიოს.

ჩვენთვის ცნობილია მიმდინარე კვლევების შესახებ და როგორც კი იქნება ხელმისაწვდომი და შედეგი გვექნება, ვეცდებით, რომ ეს მედიკამენტი ჩვენს ქვეყანაშიც გაჩნდეს, მაგრამ ამ ეტაპზე ჩვენთვის მნიშვნელოვანია პაციენტის უსაფრთხოება, კლინიკური ჯგუფის გადაწყვეტილება და ის, რომ ნებისმიერი მედიკამენტი, რომელიც, თუნდაც მესამე ფაზის კვლევის ფარგლებში საქართველოში შემოვა, უსაფრთხოდ იყოს გამოყენებული”, – თქვა თამარ გაბუნიამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები