LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გაბუნია: „ტოცილიზუმაბი“ პაციენტის ოჯახმა არ უნდა იყიდოს, არავითარი შავი ბაზარი არ არსებობს

87
რტერ

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა და კორონავირუსის წინააღმდეგ სამკურნალო პრეპარატზე ტოცილიზუმაბის შესახებაც ისაუბრა.

როგორც გაბუნიამ აღნიშნა, ქვეყანაში ეს მედიკამენტი არის.

მისივე თქმით,  არცერთმა კლინიკამ კოვიდის სამკურნალო პრეპარატის შოვნა პაციენტის ოჯახს არ უნდა სთხოვოს.

„ტოცილიზუმაბი“, ასევე არავითარი მედიკამენტი პაციენტის ოჯახმა არ უნდა იყიდოს. არავითარი შავი ბაზარი „ტოცილიზუმაბთან“ მიმართებაში არ არსებობს. თუ სადმე გაიგებთ, რომ ასეთი ბაზარი არსებობს, ძალიან დავალებული დაგრჩებით, თუ ამის შესახებ ჩვენც შეგვატყობინებთ. ერთადერთი მომწოდებელი „ტოცილიზუმაბის“ არის „როშე“, რომელმაც შემოიტანა ქვეყნისთვის განკუთვნილი ლიმიტი, რაც გადანაწილდა კლინიკებში. კლინიკების ნაწილს აქვს პრეპარატი. ხშირ შემთხვევაში ხდება ისე, რომ კლინიკიდან კლინიკაში ხდება მედიკამენტის გადანაწილება, როდესაც პაციენტის აუცილებლად საჭიროებს „ტოცილიზუმაბით“ მკურნალობას.

დღევანდელი მდგომარეობით, მედიკამენტი ქვეყანაში არის გარკვეულ კლინიკებში და ჩვენც ვცდილობთ, რომ როდესაც პაციენტისთვის აუცილებელია „ტოცილიზუმაბის“ გადასხმა, კლინიკებთან კომუნიკაციის გარკვეული ფასილიტაციაც გავაკეთოთ, რომ ვისაც სჭირდება, მარტივად ისესხოს ერთმა კლინიკამ მეორე კლინიკისგან და აქ არ უნდა ჩაერიოს პაციენტი. არც არანაირი თანხის მობილიზება არ არის საჭირო. არცერთ შემთხვევაში არ შეიძლება პაციენტის ოჯახისთვის მოთხოვნა ამ მედიკამენტის სადმე შოვნის და მოტანის, მითუმეტეს ყიდვის, რადგან ბაზარზე ეს მედიკამენტი არ იყიდება. არც ის არის სწორი, რომ თანხის შეგროვების მოთხოვნით „ფეისბუკზე“ იყო პოსტები, რომ იქნებ ადამიანი გადარჩეს. არ არის ეს გამოსავალი, რადგან მედიკამენტი არის ლიმიტირებული ოდენობით და არის იმ დიდ კლინიკებში, სადაც მძიმე პაციენტებია კონცენტრირებული. ამ კლინიკებთან დაკავშირებას და პრეპარატის გადანაწილებას ჩვენ ვახდენთ“, – განაცხადა გაბუნიამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები