LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გაჩხერილი ვყევარ თალაკვაძეს, სრული აბსურდია – მოქალაქე “ოცნების” ბრალდებაზე[ვიდეო]

178
4კჯპო3

მოქალაქე ნინო ცისკარიშვილი, რომელიც რომლის სახელი და გვარიც „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ დაასახელა, როგორც დესტაბილიზაციის დამგეგმავი, ამ ბრალდებას უარყოფს.

როგორც ცისკარიშვილმა მედიის წარმომადგენლებს გაერთიანებული ოპოზიციის შტაბთან, ზუგდიდში განუცხადა, მსგავსი საუბარი არ ჰქონია და არც პარტიის თათბირებს დასწრებია. ცისკარიშვილმა ასევე არ გამორიცხა, რომ გავრცელებული აუდიოჩანაწერი მონტაჟი იყოს.

„ეს არის აბსურდი. სალომე ჭალიძეს თუ ჭელიძეს რამდენჯერმე ვარ შეხვედრილი, არც კი ვიცნობ. ამიტომ ასეთი საუბარი მასთან ვერ მექნებოდა. ეს არის აბსურდი. რამდენიმე დღეა, რაც ზუგდიდიში ვიმყოფები, ვაკვირდები უბნებს, რამდენიმე ადგილზე აღმოვაჩინე ძალიან ბევრი დარღვევა, სადაც იყო სამაგიდო სიების გადაცემა წინასაარჩევნოდ უბნებზე. ეს უბნები იყო უპატრონოდ, არც თავმჯდომარე, არც მისი მოადგილე, არც მდივანი არ ყოფილა, უპატრონოდ ეყარა ბეჭდები და აქედან გამომდინარე, ყელში ვყავარ ეტყობა გაჩხერილი დღევანდელ ხელისუფლებას, ისინი აპირებენ როგორც ჩანს არჩევნების გაყალბებას.

ბატონ თალაკვაძეს მინდა მივმართო, იქნებ დაწყნარდეს, დამშვიდდეს და ასეთი ცრუ ინფორმაციის გავრცელებისგან თავი შეიკავოს.

არანაირ თათბირზე არ ვყოფილვარ. მე ვარ ჟურნალისტი და ჩემი პროფესიით ვეწევი ჟურნალისტურ მოღვაწეობას. არც იმას გამოვრიცხავ, რომ ეს იყოს მონტაჟი. რატომ აქამდე არ დადო თალაკვაძემ თუ რამე ჰქონდა?“, – განაცხადა ნინია ცისკარიშვილმა.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, თინა ბოკუჩავას განცხადებით, პარტია „ქართული ოცნების“ მიერ გავრცელებული აუდიოჩანაწერის ფიგურანტი ორი პირი გაერთიანებული ოპოზიციის შტაბის წევრები არ არიან.

ბოკუჩავა: ჩანაწერის ფიგურანტები შტაბის წევრები არ არიან

ენმ დესტაბილიზაციის დაგეგმვას უარყოფს

როგორც ჟურნალისტებს ბოკუჩავამ განუცხადა, ყველა სახის განცხადებას გმობს შესაძლო ძალადობასთან დაკავშირებით.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g