LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გაცვალა თუ არა ბრედ პიტმა ანჯელინა სიენა მილერზე

255

ანჯელინა ჯოლისა და ბრედ პიტს შორის კვლავ უთანხმოებაა, წერს ტაბლოიდი RadarOnline წყვილთან დაახლოებულ წყაროზე დაყრდნობით. ამჯერად ვარსკვლავების ოჯახში უსიამოვნება სიენა მილერის გამო მოხდა. 33 წლის მსახიობი ამჟამად დაკავებულია ფილმის The Lost City of Z გადაღებებით, რომლის პროდიუსერი ბრედ პიტია. ტაბლოიდი წერს,რომ პიტი მოხიბლულია კოლეგით, რაც მისი ცოლის უკმაყოფილებას იწვევს.

„ფილმის გადაღებების დაწყებიდან ბრედი სულ სიენაზე საუბრობს. ანჯელინა საშინლად არის გაბრაზებული ქმარზე და შიშობს, რომ სიენასა და ბრედს შორის,შესაძლოა, რაიმე გრძნობები არსებობდეს,“ – ამბობს RadarOnline-ის წყარო.

ჯოლის შიში ადვილად ასახსნელია, მისი და პიტის რომანიც გადასაღებ მოედანზე დაიწყო, მაშინ ბრედი ჯენიფერ ენისტონის ქმარი იყო. ამასთან, სიენა მილერს არაერთხელ ჰქონია რომანი გადაღებების დროს სხვადასხვა მსახიობთან. თანაც, სიენა ცოტა ხნის წინ დაშორდა ქმარს და ახალი ურთიერთობებისთვის მზად არის.

„როდესაც ბრედმა განაცხადა, რომ ირლანდიაში გადაღებებისთვის მიემგზავრება, ანჯელინა განრისხდა. „არსადაც არ წახვალ!“-კატეგორიულად უთხრა ქმარს“,-ამბობს წყარო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები