მიუსაფარ ცხოველთა კლუბი ერთ-ერთი “ფეისბუქ” მომხარებლის პოსტს და ვიდეოს აქვეყნებს, სადაც ჩანს, რომ ძაღლი დახმარებას საჭიროებს.
“ვიძახდი, უშუალოდ მე თუ არ შემხვდება საცოდავი ცხოველი ჩემს თავზე აღარ ავიღებ ასეთ პასუხისმგებლობას მეთქი, მაგრამ აი, რა ვქნა მითხარით? ეს ხდება დუშეთის რაიონში. სოფელი ჩინთი!! გადააგდო, მაგრამ რომ არ გაკიდებოდა ერთგული მეგობარი რიგით არარაობას, ჯაჭვით დაუბა უკანა თათები. ღმერთმა უწყის, რამდენი ხანი გასტანა ამ მდგომარეობაში. ერთი თათი სიმწრისგან, შიმშილისგან მოიჭამა, მეორეც ლამის დაკარგოს. ხედავთ როგორ დასთრევს ჯაჭვი. ვინც ვიდეო გადაუღო სცადა აეხსნა, მაგრამ ცოცხალი თავით არ გაიკარა ახლოს. თუ სახვეწარი არ გამიხდება ოპერაციის და შემფარებლის თანხა მივაკითხავთ და ჩავიყვანთ ექიმთან…რეაბილიტაციის შემდეგ საჭიროა მიმკედლებელი. ისევ იმ სოფელში დასმა წარმოიდგინეთ ახლა რას ნიშნავს… სხვაგან წასაყვანი არ მაქვს. კი იცით რამდენი შემრჩა”, – წერს გვანცა გიორგაძე.