LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“თუ მიუსაფარ, დამშეულ ცხოველს საკვებს მიაწვდით, თქვენ დაჯარიმდებით”

125

სოციალური ქსელის მომხმარებელი ნანუკა ძირტკბილაშვილი, “ფეისბუქზე” საინტერესო პოსტს აქვეყნებს.

როგორც მის მიერ გადაღებული სურათიდან ჩანს, რუსთავში, მიუსაფარი ცხოველების გამოკვების გამო, ხალხი 50 ლარით დაჯარიმდება.

აღნიშნული გაფრთხილება ე.წ რუსთავის ავტობაზრობაზე, საკმაოდ დიდ ბანერზეა დატანილი.

“არ გეჩვენებათ! რასაც ხედავთ გაფრთხილებაა: თუ მიუსაფარ დამშეულ და მწყურვალ ცხოველს საკვებს მიაწვდით, თქვენ დაჯარიმდებით 50 ლარით!

ანუ, არც მეტი, არც ნაკლები, სიკეთე ჯარიმას ექვემდებარება. თუმცა, მსგავს ჯარიმას საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი არ იცნობს!

ნაცვლად იმისა, რომ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაზე მოხდეს მუშაობა, რაც მიუსაფრებისადმი მეტ ემპათიას გულისხმობს, და ბანერებიც შესაბამისი დაიბეჭდოს, მსგავსი გაფრთხილებებით უარესი აგრესია მკვიდრდება ხალხში!

დავკონკრეტდები: ეს გაფრთხილება რუსთავის ავტობაზრობის ტერიტორიაზეა “გამომზეურებული” და იქ თაკარა მზის ქვეშ მყოფი ცხოველები ჯობს შიმშილმა მოკლას, ვიდრე ვინმემ კანონდამრღვევის სტატუსი “აიკიდოს” და პლიუს ორმოცდაათი ლარი გადაიხადოს სიკეთეში!

უსაშველო გვჭირს!,” – წერს ნანუკა ძირტკბილაშვილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები