LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გადაცემას ”დამზადებულია საქართველოში” ”ოქროს კვარტეტი” ესტუმრა

Ardaidardo.Ge

გადაცემას ”დამზადებულია საქართველოში” ”ოქროს კვარტეტი” ესტუმრა. კვარტეტის წევრები არიან: გიორგი წერეთელი, დავით ქოქაშვილი, ილია თოფურია და ვანო ბარნოვი.


გიორგი, მოგვიყევი ”ოქროს კვარტეტის” შესახებ…

დიდი სიყვარულით მინდა ჩემს მსმენელს მივესალმო. განსაკუთრებით ბედნიერი ვარ დღეს. ყოველდღიურად მათთან მუშაობისას მივხვდი, რომ ერთად უნდა გვემღერა. რაც შეეხება სახელწოდებას, ყველა მათგანი ჩემთვის ოქროსია, ოქროს ხმები აქვთ და ყოველდღიურად მათში რაღაც ახალს აღმოვაჩენ ხოლმე. ვანო ბარნოვი – იყო ჩვენი აღმოჩენა, ის სხვადასხვა პროექტებში მონაწილეობდა, პირველი შეხვედრიდან დღემდე ვანო ძალიან გაზრდილი და დახვეწილია. მუდმივად მუშაობს საკუთარ თავზე. ის არის მეორე ხმა. დათო ქოქაშვილი პირველ ხმას ასრულებს. ილიას კი ძალიან დიდი ხანია ვიცნობ, ის მესამე ხმაა. მუსიკალურ ოჯახში გაიზარდა და ნამდვილი პროფესიონალია.


რას შესთავაზებთ მსმენელს?

პირველ რიგში, ეს არის ის საქმე, რომელიც ძალიან გვიყვარს, უნდა მოვეფეროთ მსმენელს. სიმღერით კარგად შეიძლება ადამიანის განწყობაზე იმოქმედო.


გაცვიათ აკადემიურად…

დიახ, თეთრი პიჯაკებითა და ბაფთებით ვართ შემოსილები. გვექნება აკადემიური რეპერტუარიც. მალე ალბომი გამოვა და მას ”საქორწინო თაიგული” ერქმევა. 13 სიმღერა შევა მასში.


ვანო, რას ფიქრობ კვარტეტის მომავალზე?

დაახლოებით სამი წლის წინ მოვხვდი ამ ადამიანებთან ერთად. შემდეგ გაჩნდა იდეა გაკეთებულიყო კვარტეტი. დარწმუნებული ვარ, კვარტეტი იქნება წარმატებული, იმიტომ რომ გიორგი ძალიან ნიჭიერი ადამიანია. დღევანდელი, კომერციაზე გათვლილი სიმღერების ნაცვლად შევქმნით რაიმე ღირებულს.


დათო, ახალ სიმღერაზე ყველაზე მეტი დატვირთვა შენზე იყო…

თითქმის ერთი წელია ამ კოლექტივში ვარ და ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ამ ადამიანებთან ერთად მიწევს მუშაობა.

გიორგი: – ჩაწერის დროს რაც ხდებოდა… დათო სტუდიაში ისეთი წყნარი სახით შემოვიდა, დადგა მშვიდი სახით… აქ მაღალ ბგერაზეც არ არის საუბარი, აქ მთავარი იყო ხასიათი. ჩხუბით,
ემოციით, შეძახილით, სტიმულით მივიღეთ ის ფრაზები, რაც აუცილებელი იყო.


როგორია კვარტეტის მუსიკალური მიმართულება?

ილია: – კვარტეტის შექმნა არ არის პატარა საქმე, ეს დიდ სირთულეებს უკავშირდება. გიორგიმ თავის თავზე ძალიან ბევრი რამ აიღო და თავს იდეალურად ართმევს. სოლისტებით კვარტეტის ჩამოყალიბება ძალიან რთულია, ამიტომ თავიდან ცოტა მეშინოდა. უნდა მოდიოდეს ერთი, მსუბუქი ჰაეროვანი ხმა… მე ასე მესმის კვარტეტი. ჩვენს პირველ სიმღერაში ბევრი რთული ელემენტი გვაქვს გამოყენებული. დიდი წვილი მიუძღვის ცირა ბზიშვილს, მას ეკუთვნის არანჟირება.


ვანო, როგორ გესახებათ თქვენი უახლოესი მომავალი?

ეს არ არის რა თქმა უნდა მოკლევადიანი პროექტი. უნდა ჩაიწეროს მთლიანობაში 13 სიმღერა. ”ოქროს კვარტეტის” პირველი სიმღერისა და ტექსტის ავტორი არის გიორგი წერეთელი და მეც
მინდა ცირა ბზიშვილს გადავუხადო მადლობა. ძალიან ნიჭიერი და კომფორტულია, ცირასთან მუშაობა ერთი დიდი საოცრებაა. ”საქორწინო თაიგული” – ასე ჰქვია ახალ სიმღერას.

გიორგი: – ვფიქრობ, ხალხი შეიყვარებს ჩვენს ნამუშევარს. ჩვენ ყოველ საღამოს ვმღერით რესტორან ”სამ საუკუნეში”, ხალხს თავისუფლად შეუძლია მოვიდეს და მოგვისმინოს თუნდაც ფინჯან ყავაზე. გვექნება ”ფეისბუქზე” ჩვენი გვერდი.


გიორგი, რადგან კვარტეტში ხარ, შენი და ლოლიტას დუეტი უკანა პლანზე ხომ არ გადაიწევს?

არა რა თქმა უნდა, დაგეგმილია კონცერტები, გვაქვს ბევრი მოწვევა. მე და ლოლიტას 26 ნოემბერს ნიუ-იორკში რესტორან ”ნაციონალში” გვაქვს კონცერტი.

ოქროს კვარტეტი – საქორწინო თაიგული

AudioOQROS KVARTETI – SAQORCINO TAIGULI

გადაცემის ჩანაწერი

Audiodamzsaqartveloshi1oqro

“ოქროს კვარტეტი” – არ დაიდარდო (ტიხარი). Live 

“ოქროს კვარტეტი” – თეთრი დღე (პოპური). Live

“ოქროს კვარტეტი” – რა დაგიშავე. Live

ვიდეო კოლაჟი

ფოტოები

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge