LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„გადადეთ 5 წუთი და აუხსენით თქვენს შვილებს, რომ არ არსებობს მიზეზი, ვინმეს დასცინო“ – ფსიქოლოგ გიორგი ჩოგოვაძის 10 რჩევა მშობლებს

973
გიორგი ჩოგოვაძე

ფსიქოლოგი გიორგი ჩოგოვაძე მშობლებს ბავშვების აღზრდის რამდენიმე მნიშვნელოვან რჩევას აძლევს.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია, მშობლებმა რამდენიმე საკითხზე გულახდილად ესაუბრონ ბავშვებს.

„გადადეთ 5 წუთი და აუხსენით თქვენს შვილებს:

არ არსებობს მიზეზი, რომ ვინმეს დასცინო;

დასცინო ვინმეს: წონის, გარეგნობის, ინტერესების, წარმოშობის,კანის ფერის და ოჯახის გამო;

აუხსენი ბავშვს, რომ არაფერია იმაში სასაცილო, თუ სხვა ყოველდღე დადის ერთი და იგივე ჩანთით, შარვლით და ფეხსაცმლით;

აუხსენი ბავშვს, რომ ძველი და ნახმარი ზურგჩანთა იგივე ოცნებეს ატარებს, როგორც ახალი და ძვირადღირებული.

მიიტანე როგორც მშობელმა მთელი გულით ბავშვამდე, რომ თუ ვინმე ,,განსხვავებულია”,

არ გარიყოს ის და მიიღოს ისეთად, როგორიც არის.

აუხსენი მას, რომ დაცინვა კლავს.

აუხსენი მას, რომ სკოლა კონკურენციისთვის და დაცინვითვის კი არ არის, არამდე სკოლა ადგილია: სწავლის, მეგობრობის, თანადგომის და დახმარების.

შევახსენოთ მშობლებმა ბავშვებს, რომ ზოგი ბავშვი სკოლის მერე მოსიყვარულე ოჯახში კი არ მიდის, სადაც მას ელოდებიან, არამედ სხვანაირ ოჯახში მიდის, ცარიელ და ცივ ოჯახში,

ამიტომ იმას, რასაც ოჯახი ზოგს ვერ აძლევს, სკოლამ და ბავშვებმა უნდა შევუქმნათ – სიყვარული, დახმარება, თანადგომა და უპირობო მეგობრობა,“- ვკითხულობთ გიორგი ჩოგოვაძის მიმართვაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

Dio magti 5g