LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გადაეცემა თუ არა ნაყოფს დედისგან კორონავირუსი – აშშ-ში მოღვაწე ქართველი ექიმის განმარტება

232
BeFunky-collage (4)

„არ არსებობს არანაირი ჩამოყალიბებული მტკიცებულება, რომ პლაცენტაში მყოფ ნაყოფს დედისგან კოვიდ ინფექცია გადაედება“,-ამის შესახებ აშშ-ის მონტგომერის სახელობის ფედერალური კლინიკის ანესთეზიისა და ქირურგიის დეპარტამენტების დირექტორმა,ზურაბ გურულმა facebook live-ში განაცხადა.

როგორც მან განმარტა, კორონავირუსის ინფექციის ე.წ ვერტიკალური გადაცემა მხოლოდ დაბადების შემდეგ, პირველ წუთებში ჰაერწვეთოვანი გზით ხდება.

„არ არსებობს არანაირი ჩამოყალიბებული მტკიცებულება, რომ ნაყოფს აინფიცირებს დედა მუცლად ყოფნის პერიოდში. ე.წ ვერტიკალური გადაცემის რისკი, მიუხედავად რამდენიმე შემთხვევისა არ არსებობს. ეს ხდება დაბადების პირველ საათებში ან პირველ წუთებში ჰაერწვეთოვანი გზით. კორონავირუსი მუცლად ყოფნის პერიოდში არ გადადის“, – განმარტა ზურაბ გურულმა.

შეგახსენებთ, აშშ-ის მონტგომერის სახელობის ფედერალური კლინიკის ანესთეზიისა და ქირურგიის დეპარტამენტების დირექტორმა,ზურაბ გურულმა და მისმა კოლეგამ ნიუ-იორკში, მაიმონდის ჰოსტპიტალში მოღვაწე ქართველმა ექიმი ნანა გეგეჭკორმა კოვიდ ინფექციასთან დაკავშირებით საკუთარ გამოცდილება საზოგადოებას სოციალური ქსელის საშუალებით გაუზიარეს.

კოვიდისთვის სამი ნიშანია სპეციფიკური – ამ შემთხვევაში 99%-ით შეგიძლიათ იგულისხმოთ, რომ კოვიდი გაქვთ – ამერიკაში მოღვაწე ქართველი ექიმი 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g