LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კოვიდისთვის სამი ნიშანია სპეციფიკური – ამ შემთხვევაში 99%-ით შეგიძლიათ იგულისხმოთ, რომ კოვიდი გაქვთ – ამერიკაში მოღვაწე ქართველი ექიმი

129398
nana-gegechkori-b-h

„თუ თქვენ გაქვთ სიმპტომები და არ იცით, ეს გრიპია თუ კოვიდი, დაიმახსოვრეთ ერთი ოქროს წესი – 100 პროცენტით იგულისხმეთ, რომ ეს არის კოვიდი, რადგან გრიპის გადატანა არ არის ისეთი ტრაგიკული, როგორც კოვიდის”,-ამის შესახებ ამერიკაში მოღვაწე ქართველმა ექიმმა ნანა გეგეჭკორმა სოციალურ ქსელში facebook live-ში განაცხადა.

როგორც მან განმარტა, კოვიდს ახასიათებს ყველა ის სიმპტომი, რაც ყველა რესპირატორულ დაავადებას, თუმცა როგორც ექიმმა აღნიშნა, კოვიდისთვის დამახასიათებელი სამი სპეციფიკური სიმპტომი არსებობს, რომლის აღმოჩენის დროს შემთხვევები 99%-ი შესაძლოა კორონავირუსი იყოს.

“თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, ზოგადი სისუსტე ძალიან ძლიერად გამოხატული, სიცხე, ხველება, სუნთქვის უკმარისობა, ქოშინი, მუცლის ტკივილი, ღებინება, ქვედა კიდურებში ტკივილი, გამონაყარი კანზე, მოვარდისფრო, მოიასამნისფრო, განსაკუთრებით ფეხის თითებთან ახლოს. ამით მიხვდებით, რომ თქვენს ორგანიზმში რაღაც ხდება.

კოვიდისთვის სამი ნიშანია სპეციფიკური – ერთი ყნოსვის და გემოვნების დაკარგვა, თუ სხვა არაფერი გაქვთ, ამ შემთხვევაში 99%-ით შეგიძლიათ იგულისხმოთ, რომ კოვიდი გაქვთ, რადგან ეს არის ერთი ყველაზე დამახასიათებელი ამ დაავადებისთვის – ჩემი გამოცდილებიდან გეტყვით, რომ ეს წარმოუდგენელი დისკომფორტია და არ გამოგეპარებათ. შეიძლება გტეხავდეთ ძვლებში, გტკიოდეთ თავი, გეხვეოდეთ თავბრუ და მეოთხე-მეხუთე დღეს დაიწყოს სუნთქვის უკმარისობა”,-განაცხადა ნანა გეგეჭკორმა.

მისი თქმით, კოვიდისთვის დამახასიათებელი ძირითადი სიმპტომი სუნთქვის უკმარისობა მეოთხე-მეხუთე, მეშვიდე დღეს იწყება, განსხვავებით გრიპისგან, როდესაც ყველაფერი პირველივე დღიდან ვლინდება.

შეგახსენებთ, აშშ-ის მონტგომერის სახელობის ფედერალური კლინიკის ანესთეზიისა და ქირურგიის დეპარტამენტების დირექტორმა,ზურაბ გურულმა და მისმა კოლეგამ ნიუ-იორკში, მაიმონდის ჰოსტპიტალში მოღვაწე ქართველმა ექიმი ნანა გეგეჭკორმა კოვიდ ინფექციასთან დაკავშირებით საკუთარ გამოცდილება საზოგადოებას სოციალური ქსელის საშუალებით გაუზიარეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები