ნინი გაჩეჩილაძემ, რომელმაც გუშინ, 27 ივნისს, სოციალურ ქსელში გაავრცელა ინფორმაცია, რომ კონტროლიორმა 80 წლის მოხუცი დააჯარიმა, დღეს ახალი მიმართვა გამოაქვეყნა და აღნიშნა, რომ ემოციებს აჰყვა და ძალიან განიცდის, რომ ისიც მოატყუეს.
თავად კონტროლიორმა, ინციდენტში დადანაშაულებულმა ქალმა, დიანა კვიციანმა ამ ამბის სოციალურ ქსელში გავრცელებისთანავე საკუთარ ფეისბუკ გვერდზე ვრცელი პოსტი გაავრცელა და დაწერა, რომ პოსტის ავტორს, სიცრუის ტირაჟირებისა და ბულინგისთვის უჩივლებდა.
დიანა კვიციანი ნინი გაჩეჩილაძის ახალ მიმართვასაც ეხმაურება და ამბობს, რომ მისგან საჯაროდ ბოდიშის მოხდას ითხოვს.
„ახლა „ნანობს“
ა ბატონო, ვისაც ვისი გინდათ, მისი დაიჯერეთ!!!
გადაეცით ამ ქალბატონს, რომ პირადად მოვითხოვ საჯარო ბოდიშს. წერტილი!!!“, – წერს დიანა კვიციანი.