LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გადაეცით პუტინს, თუკი მეზობელს თავს კვლავ დაესხმება, ჩვენ საქმით და არა მხოლოდ სიტყვებით ვუპასუხებთ: ევროპარლამენტარი რადოსლავ სიკორსკი

71
რადოსლავ სიკორსკი

ევროპარლამენტარი რადოსლავ სიკორსკი სოციალურ ქსელ twitter-ში აშშ-ს პრეზიდენტის, ჯო ბაიდენისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრას პოსტით ეხმაურება და ბაიდენს თხოვნით მიმართავს.

„პრეზიდენტო ბაიდენ, გთხოვთ, გადაეცით პუტინს: თუკი მეზობელს თავს კვლავ დაესხმება, ჩვენ საქმით და არა მხოლოდ სიტყვებით ვუპასუხებთ,“ – წერს რადოსლავი.

ევროპარლამენტის წევრი ასევე წერს, რომ თუ პუტინი ქვეყნებს გაზის საკითხით დააშანტაჟებს, პასუხად „ჩრდილოეთ ნაკადის“ სანქციებს მიიღებს.

შეგახსენებთ, რომ ჟენევაში რუსეთისა და აშშ-ს პრეზიდენტების შეხვედრა ამ წუთებში მიმდინარეობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები