41 წლის ენნ ჰეთეუეი V Magazine-ის გარეკანზე მოხვდა, საოცრად მრავალფეროვანი ფოტოები მსახიობმა საკუთარ ინსტაგრამზე გაავრცელა. ამჯერად „პრინცესას დღიურების“ ვარსკვლავმა ანდროგენული სტილი მოირგო. უახლეს ფოტოებში მისი ცნობა მართლაც გაგიჭირდებათ.
რადიკალურად შეცვლილი ენნ ჰეთეუეი V Magazine-ის გარეკანზე პოზირებს
გამოცემასთან ინტერვიუში მსახიობმა გადაღებების პროცესზე ისაუბრა. ის აცხადებს, რომ უწინ ქასტინგებზე „ქიმიის ტესტის“ ჩაბარება უწევდა, რაც მამაკაცებისთვის კოცნას გულისხმობდა
„2000-იან წლებში მე მართლა მიწევდა ამის გაკეთება. გადაღებების დაწყებამდე ათობით ბიჭისთვის მიწევდა კოცნა და ეს საშინელება იყო. არ მომწონდა, თუმცა, იძულებული ვიყავი. ახლა ყველაფერი სხვაგვარადაა. არსებობს სპეციალური გუნდი, რომელიც ინტიმური სცენების დროს, მსახიობებისთვის კომფორტის შექმნაზე ზრუნავს“, – აცხადებს 41 წლის მსახიობი.
რაც შეეხება ჰეთევეის კინოკარიერას. „ამაზონ სტუდიოს“ პლატფორმაზე ახალი რომანტიკული ფილმის, „იდეა შენზე“ პრემიერა შედგა. კინოსურათში მთავარ როლს სწორედ შეუდარებელი ენნ ჰეთეუეი ასრულებს. ეს გახლავთ რობინ ლის ამავე სახელწოდების წიგნზე დაფუძნებული ფილმი, რომელიც რეჟისორმა, მაიკლ შოულტერმა გადაიღო. ფილმი 40 წლის განქორწინებული ქალის ამბავს გვიყვება, რომელიც 15 წლის შვილს „კოაჩელას“ მუსიკალურ ფესტივალზე მიჰყვება. სწორედ იქ გაიცნობს მთავარი გმირი 24 წლის ახალგაზრდა მუსიკოსს, რომელიც ცნობილი ბენდის August Moon-ის ვოკალისტია. ასე იწყება თავბრუდამხვევი სიყვარულის ისტორია.