LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მუცელი მომეშალა, სცენაზე ყოფნის დროს ძალიან რთული იყო…“ – ენნ ჰეთეუეი  Vanity Fair-ის გარეკანზე და თვალწარმტაცი ფოტოსესია

158
page

მსახიობი ენნ ჰეთეუეი გამოცემა  Vanity Fair-ის ახალი ნომრის გარეკანზე მოხვდა და საოცრად დახვეწილ ფოტოსესიაშიც მიიღო მონაწილეობა. ვრცელ ინტერვიუში კი რომელიც 41 წლის ვარსკვლავმა გამოცემას მისცა, განაცხადა, რომ მას მუცელი მოეშალა, თუმცა გადასაღებ მოედანზე მაინც ინარჩუნებდა სიმშვიდეს და არც მძიმე ემოციური ფონი ეტყობოდა.

„მე მუცელი მომეშალა, თეატრის სცენაზე ყოფნის დროს, ძალიან რთული იყო თავის ისე მოჩვენება, თითქოს ყველაფერი კარგად იყო“, – იხსენებს მსახიობი და აცხადებს, რომ ხშირად ქალები მუცლის მოშლის შესახებ სდუმან და არაფერს ამბობენ, ეს კი მათ ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე საშინლად აისახება.

ცნობისთვის, ენნს ახლა ორი შვილი ჰყავს და 2012 წლიდან ადამ შულმანთან ქორწინებაში იმყოფება.

ცნობისთვის, სულ მალე „ამაზონ სტუდიოს“ პლატფორმაზე ახალი რომანტიკული ფილმის, „იდეა შენზე“ პრემიერა შედგება. კინოსურათში მთავარ როლს სწორედ შეუდარებელი ენნ ჰეთეუეი ასრულებს. ეს გახლავთ რობინ ლის ამავე სახელწოდების წიგნზე დაფუძნებული ფილმი, რომელიც რეჟისორმა, მაიკლ შოულტერმა გადაიღო. ფილმი 40 წლის განქორწინებული ქალის ამბავს გვიყვება, რომელიც 15 წლის შვილს „კოაჩელას“ მუსიკალურ ფესტივალზე მიჰყვება. სწორედ იქ გაიცნობს მთავარი გმირი 24 წლის ახალგაზრდა მუსიკოსს, რომელიც ცნობილი ბენდის August Moon-ის ვოკალისტია. ასე იწყება თავბრუდამხვევი სიყვარულის ისტორია.

40 წლის ქალისა და 26 წლის ბიჭის თავბრუდამხვევი სიყვარულის ისტორია – ენნ ჰეთეუეი ახალ რომანტიკულ მელოდრამაში

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები