LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გადაიდება თუ არა გიორგი შაქარაშვილის საქმეზე სასამართლო განხილვა ერთი თვის ვადით, სამ დღეში გაირკვევა

86
prosecutors-office-of-georgia

პროკურატურამ სასამართლოს გადავადების მოთხოვნით უკვე მიმართა, მიზეზად ბრალდების მხარე გამოძიების სრულყოფილად ჩატარებას და მეტი მტკიცებულებების მოპოვებას ასახელებს.

თუ მოთხოვნა დაკმაყოფილდება, ეს არასრულწლოვნებს მაინც არ შეეხება. არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი ასეთ გადაწყვეტილებას კრძალავს, შესაბამისად 31 ივლისს საქმეზე წინასასამართლო მოსმენა მაინც უნდა ჩაინიშნოს.

როგორც ადვოკატი აცხადებს, მისი დაცვის ქვეშ მყოფს ბრალი არ დაუმძიმდება, რადგან ამისთვის მტკიცებულებები არ არსებობს.

პარალელურად საქმესთან დაკავშირებით საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება. ბოლო დღეების მანძილზე იკითხებოდნენ პირები, რომლებიც ანი გაბეჩავას დაბადების დღეზე იყვნენ.

ამ წუთებში  გამოკითხვაზე ანა გაბეჩავა და დიჯეი კონსტანტინე (კოკო) ღიბრაძე იმყოფებიან. ანა გაბეჩავა შსს-ში ადვოკატთან ერთად მივიდა.

შესვლამდე კომენტარი არ გაუკეთებიათ არც ანა გაბეჩავას და არც მის ადვოკატს, მათ მხოლოდ ის აღნიშნეს, რომ უწყებაში დამატებითი გამოკითხვისთვის დაიბარეს.

ცნობისთვის, ყველა დაკავებულს ბრალი გადაუკვალიფიცირდა და გამოძიება ჯგუფური განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g