LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გადაიხადე ერთგული ბარათით შერჩეულ კვების ობიექტებში და დაიბრუნე თანხის 20% ულიმიტოდ

544
თიბისი

სწრაფი ლანჩი სამუშაო დღეს, ყავის შესვენება თუ ვახშამი მეგობრებთან ერთად – გარეთ კვება ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების განუყოფელ ნაწილად იქცა. იმის გათვალისწინებით, რომ ეს ხარჯები გროვდება, გადახდის სწორი მეთოდის შერჩევა, რომელსაც რეალური სარგებელი მოაქვს, ყოველთვიურად ფინანსების მართვას ამარტივებს.

სწორედ ამიტომ თიბისიმ მომხმარებელს კვლავ მათზე მორგებული შეთავაზება, ამჯერად, კვების ობიექტებში მოუმზადა.

31 დეკემბრის ჩათვლით, გადაიხადე თიბისის ერთგული საკრედიტო ბარათით შერჩეულ ობიექტებში და მომენტალურად დაიბრუნე გადახდილი თანხის 20% – რაც მთავარია, ულიმიტოდ.

20%-იანი ულიმიტო ქეშბექის დაბრუნებას ოთხ რესტორანში შეძლებთ, თანაც მომენტალურად:

ცეცხლი აინთო“ – თბილისის ორ ფილიალში (აბაშიძის ქ. N10 და ტაშკენტის ქ. N10-ში) მწვადის მოყვარულები უგემრიელეს კახურ, კლასიკურ და ქათმის მწვადს, ასევე სხვა საინტერესო ქართულ კერძებს დააგემოვნებთ.

წიწილა“ – ქათმისგან დამზადებული მრავალფეროვანი კერძების დაგემოვნებას ორ ფილიალში: აღმაშენებლის გამზირი #110 და კოსტავას #76-ში – შეძლებთ. „წიწილა“ გამორჩეული ადგილია მსუბუქი და ნოყიერი წახემსებისთვის.

Cafe 1991“ – თბილი ატმოსფერო, სენდვიჩებისა და დესერტების მრავალფეროვანი არჩევანი და სასმელი ნებისმიერი გემოვნების ადამიანისთვის – ა. შანიძის #11 იდეალური ადგილია დამღლელი სამუშაო დღის შემდეგ განსატვირთად.

Dipstrip“ – კოსტავას #70-ში სწრაფი კვების მოყვარულებს პრემიუმ ქათმით და ფრეშ ინგრედიენტებით დამზადებული ბურგერების მენიუ დაგხვდებათ. თუ ჯანსაღი, მაგრამ აქტიური ცხოვრების წესით ცხოვრობთ, „Dipstrip“ იდეალური არჩევანია სწრაფი ლანჩისთვის.

გადაიხადე თიბისის ერთგული საკრედიტო ბარათით იქ, სადაც ისედაც იხდი და დაიბრუნე უფრო მეტი.

ლიმიტის დამტკიცება და ბარათის აღება მობაილბანკიდან 1-2 წუთშია შესაძლებელი. მის ციფრულ საფულეში გადატანას და ლიმიტით სარგებლობას კი მომენტალურად შეძლებ.

(R)

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g