LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“გადამზადდეს სასწრაფოს ეკიპაჟები” – ღამის კლუბების წარმომადგენლებმა საგანგებო მიმართვა გაავრცელეს

70

“შეწყვიტეთ კლუბების სტიგმატიზირება… გადამზადდეს სასწრაფოს ეკიპაჟები”- კლუბ ” ბასიანთან” გამართულ პრესკონფერენციაზე ბოლო პერიოდში ახაგაზრდების გარდაცვალების ფაქტებზე განცხადება გაკეთდა ღამის კლუბების წარმომადგენლების მიერ.

“შეწყვიტონ მედია საშუალებებმა საკლუბო სცენის სტიგმატიზირება და ტრაგედიების დაკავშირება ჩვენს საქმიანობასთან. დროულად იქნეს დადგენილი რა ნივთირებების მოხმარების შედეგად გარდაიცვალნენ ადამიანები და სახელმწიფომ მიიღოს პრევენციული ზომები. ექსპერტიზის პასუხები გახდეს საჯარო. ჯანდაცვის სამინისტრომ დაუყოვნებლივ დაიწყოს პრევენციული შინაარისს საინფორმაციო კამპანია, რომელიც დაფუძნებული იქნება არა სტერეოტიპებზე, არამედ ადამიანების საჭიროებაზე. გადამზადდეს სასწრაფო დახმარების ეკიპაჟები, რათა ამა თუ იმ სუბსტანციის ზედოზირებისას შეძლონ ადამინების დროული და ეფექტური დახმარება.  ჩვენ ჩვენს უფლებებს ბოლომდე დავიცავთ და პასუხს მოვითხოვთ ცილისწამებისთვის,” – განაცხადა “ბასიანის” წარმომადგენელმა.

კლუბმა მომხმარებლებს და საზოგადოებას თანადგომისკენ მოუწოდა.

“მოვუწოდებთ მომხმარებლებს თავი შეიკავონ ნარკოტიკების მოხმარებისგან. მოვმართავთ მედიას,  ელექტრონული მუსიკის სფეროს წარმომადგენლებს, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებს,  ყველას, ვისთვისაც ძვირფასია ადამიანის სიცოცხლე, ეს არ არის ბრძოლა მხოლოდ კონკრეტული სივრცისთვის, ეს არის ბრძოლა იმ თავისუფლებისა და თანასწორობის წინააღმდეგ, რომლის ირგვლივაც ვართ გაერთიანებული,” – განაცხადეს პრესკონფერენციაზე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g