LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“გადასახადის გამო, სტუდენტის სტატუსი შეუჩერეს, ფიზიკურად შრომობდა” – ფილარმონიასთან აფეთქების დროს გარდაცვლილს რვა თვის შვილი დარჩა

2480
118806538-1988708797928770-8235851304249046396-n-2020-09-05-07-14-18-033861

4 სექტემბერს, კლუბ ’’დეჟავუში’’ აფეთქება მოხდა. შემთხვევას, სარემონტო სამუშაოებზე დასაქმებული, 26 წლის გიგა გრიგალაშვილის სიცოცხლე ემსხვერპლა. მას თავისი ფირმა ჰქონდა, სადაც მეგობრებთან ერთად მუშაობდა. ამჯერად, ისინი კონდიცირებას აკეთებდნენ.

’’ფორტუნა’’ გარდაცვლილის მამიდას, ნინო ომანაძეს ესაუბრა.

“დამუნჯებულები ვართ, არ ვიცით, ოჯახი როგორ გავამხნევოთ. სტუდენტი იყო და გადასახადის გამო, სტატუსი შეუჩერეს. იძულებული იყო, ფიზიკურად ემუშავა და ოჯახი ასე ერჩინა. ბინა ახალი ნაყიდი ჰქონდა, რის თანხასაც წვალებით იხდიდა.

რვა თვის შვილი და მეუღლე დარჩა. ბავშვობიდან შეყვარებულები იყვნენ, გიჟდებოდნენ ერთმანეთზე. ახლა კი, არავინ ვიცით, როგორ გავამხნევოთ ისინი,”- განაცხადა “ფორტუნასთან” საუბარისას გარდაცვლილის მამიდამ.

 

ვინ არის ბიჭი, რომელიც ფილარმონიასთან აფეთქებას ემსხვერპლა

გარდაცვლილს მეუღლე და მცირეწლოვანი შვილი დარჩა

ამ დრომდე არ ჩერდება სოციალურ ქსელში ოჯახის ახლობლების გულისტკივილი.

’’გუშინ დილით, საშინელმა სიზმარმა გამაღვიძა. ბღუჯა-ბღუჯა ჩამოდიოდა თავიდან თმა, მერე სულ გადამპარსეს. არაფერი ეშველებაო. ვიცოდი, რომ ცუდ ამბავს გავიგებდი. მეც მეშინია ჩემი სიზმრების. სულ მიხდება. ავდექი შეშინებული, სიზმარი წყალს გავატანე, სანთელი დავანთე. მერე, სანდროს მოვუყევი სიზმარი და ვუთხარი, ან მე მოვკვდები ან საშინელებას გავიგებთქო.. მივედი სამსახურში და ოთხ საათზე, ეს აფეთქება ფილარმონიასთან, საშინელი კადრებით ვნახე…

1 გარდაცვლილიო და გულში გავიფიქრე, უბედური დედამისი. ნეტა, ვინ ჩაიცვა კიდევ შავი მეთქი და თურმე ჩემი მეგობრის შვილია ხალხნო. კლასელის, ვისთან ერთადაც გავიზარდე. უკარგესი, უწესიერესი, ფეხზე მყარად დამდგარი შვილი, კარგი ვაჟკაცი, ულამაზესი, გიგა გრიგალაშვილი. რა ვთქვა, არ ვიცი,როგორ მიუვსამძიმრო დედამისს. არც ის ვიცი,უბრალოდ გამძლეობას ვუსურვებ ვუსამძიმრებ ჟურნალისტ,ნინო ომანაძეს,ძმისშვილის გარდაცვალებას. დამუნჯებული ვარ. მუცელი მეწვის სიმწრით’’. – წერს ოჯახის ახლობელი, ხათუნა ნოზაძე.

გიგას მეუღლე ამბობდა გული ცუდს მიგრძნობსო.. პატარა შვილი დარჩა – რას წერენ ვინ იყო ფილარმონიასთან მომხდარი აფეთქებისას გარდაცვლილზე ახლობლები

რაც შეეხება კლუბ “დეჟავუში” მომხდარ აფეთქებას, ფაქტზე გამოძიება გრძელდება. პირველადი ინფორმაციით, სარემონტო სამუშაოების მიმდინარეობისას ჟანგბადის ბალონი აფეთქდა.

შემთხვევის შედეგად 3 დაშავდა.

ფილარმონიასთან აფეთქების შედეგად დაშავებული პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა

 

 

 

ავტორი: ნანკა ქოქიაშვილი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g