ფილარმონიასთან მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებული ერთ-ერთი მძიმე პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა დასტაბილურდა, თუმცა ექიმის განცხადებით, პაციენტი ჯერჯერობით მართვით სუნთქვაზე რჩება.
დაშავებული ალადაშვილის კლინიკაში მკურნალობს.
„პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია გაუარესების გარეშე. ქირურგიული ჩარევა არ სჭირდება. ჯერჯერობით, მართვით სუნთქვაზე იმყოფება, თუმცა უკვე გაიღვიძა, შოკი აღარ არის, სტაბილური მდგომარეობაა და გაუმჯობესებული“, – განუცხადა კლინიკის ექიმმა ლევან ბესელიამ “ინტერპრესნიუსს”.
ფილარმონიასთან აფეთქებისას დაშავებული ერთ-ერთი პაციენტი კლინიკიდან გაწერეს
კლუბ “დეჟავუში” მომხდარ აფეთქების ფაქტზე გამოძიება გრძელდება. პირველადი ინფორმაციით, სარემონტო სამუშაოების მიმდინარეობისას ჟანგბადის ბალონი აფეთქდა. შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა და 3 დაშავდა.
ვინ არის ბიჭი, რომელიც ფილარმონიასთან აფეთქებას ემსხვერპლა