LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„გადატანილებს უკეთესი იმუნიტეტი აქვთ ვიდრე აცრილებსო!?“ პასუხი მოკლე და ლაკონურია „თუ გადარჩი კი“: ბიძინა კულუმბეგოვი

582
ბიძინა კულუმბეგოვი

ალერგოლოგ-იმუნოლოგის ბიძინა კულუმბეგოვის განცხადებით, ადამიანებს, რომელთაც კორონავირუსი აქვთ გადატანილი, იმაზე უკეთესი იმუნიტეტი აქვთ, ვიდრე კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრილ ადამიანებს. თუმცა, როგორც კულუმბეგოვი სოციალურ ქსელში წერს, კოვიდგადატანილი ადამიანების ნაწილს ანტისხეულები არ უყალიბდება, ამიტომ კარგი იქნება, თუ კორონავირუსის გადატანის შემდეგ ადამიანები აცრას გაიკეთებენ, რადგან ასე უფრო მყარი იმუნიტეტი ჩამოყალიბდება.

ალერგოლოგ-იმუნოლოგი საზოგადოებას ვაქცინაციის პროცესში ჩართვისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდებს.

„გადატანილებს უკეთესი იმუნიტეტი აქვთ ვიდრე აცრილებსო!?“ პასუხი მოკლე და ლაკონურია „თუ გადარჩი კი“. რეალობა შემდეგია, კოვიდის გადატანის შემდეგ საშუალოდ ინფიცირებულების 1/3 – ს ანტისხეულები არ უყალიბდება (განსაკუთრებით უსიმპტომო და მსუბუქი ფორმის დროს), ამიტომ დღეს რაც მყარად ვიცით ისა, რომ ვინც გადაიტანა და აიცრა ყველაზე კარგი იმუნიტეტი მათ აქვთ. ამიტომ ნუ დაელოდები ვერაგ კოვიდს, აიცერი და დახვდი მას მაქსიმალურად დაცული“ – წერს კულუმბეგოვი სოციალურ ქსელში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g