YouTube გადაცემის, „შენი ამბავი თაიასთან” მეოთხე ეპიზოდის სტუმარი პარამოფარიკავე, ირმა ხეცურიანია.
ემოციურ ინტერვიუში პარასპორტსმენმა პირველად ისაუბრა ისეთ საკითხებზე, რაზეც აქამდე არსად უსაუბრია.
ირმა ხეცურიანმა გაიხსენა აფხაზეთის ომის ურთულესი პერიოდი, ასევე მოჰყვა, თუ როგორ გადაწყვიტა გამხდარიყო პარამოფარიკავე:
„უკანა ეზოში მახსოვს ჩემი ტკბილი, გემრიელი მანდარინების ფოთლები როგორ იხვრიტებოდა ტყვიებით და ეს ნახვრეტები ძალიან დიდად მეჩვენებოდა იმ პერიოდში…
ბიძაჩემი დარჩა ტყვეობაში, 8 წელი გვეგონა, რომ საერთოდ არ იყო ცოცხალი, მაგრამ მოდიოდა ინფორმაციები, რომ ერთ-ერთ აფხაზ ოჯახს ჰყავს…
ყველა გაიქცა გიჟივით, გარბიან ჩემი მეგობრები, მე გადავდგი თუ არა ფეხი ფუნგაუს გარეთ, სადაც წვიმდა და გავშეშდი ტკივილმა ერთ წამში ყველგან გაიარა… შენ თუ ამ სირთულეში რაღაც ნათელი არ იპოვე და ამ მდგომარეობაში რაღაც იმედის მომცემს არ ჩაეჭიდე, ვერასდროს ვერ გაგრძელდები, ვერ გააგრძელებ, შანსი არ გაქვს…
ირმა გოგო, პარაფარიკაობა ხომ არ გინდა სცადოო,მე ვუპასუხე, კარგი, ახლა მოიცადეთქო, ვუთხარი 27 წლის ქალი ვარ, იქაც რომ ავიღებ მედალს იმ მედალს ვერ შეედრება, რადგან ის ბრინჯაო იყო ჩემთვის ყველაფერი, ანუ იმ ბრინჯაომ გარდატეხა მე გავაგრძელებდი თუ არა ფარიკაობას“ – ამბობს ირმა ხეცურიანი.
ცნობისთვის, „შენი ამბავი თაიასთან” ახალი YouTube გადაცემაა, რომლის ავტორი და წამყვანი ჟურნალისტი, თაია გამთენაძეა.
გადაცემა ვრცლად ![]()
