LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გადავწყვიტე, დავტოვო „პატრიოტთა ალიანსი“ – ემზარ კვიციანი

146
51486736-2705678072805527-7255176417032273920-o

დეპუტატი ემზარ კვიციანი „პატრიოტთა ალიანსს“ ტოვებს. ამის შესახებ ინფორმაციას ის სოციალურ ქსელში ავრცელებს. კვიციანი აღნიშნავს, რომ პატრიას განაწყენებული არ ტოვებს და ქართველთა გადასარჩენად თავგანწირვის გზას ადგება.

„ჩემო ძვირფასო პატრიოტებო!
გადავწყვიტე, დავტოვო პატრიოტთა ალიანსი!
ეს არ ნიშნავს, რომ მე რაიმე განაწყენებული მივდივარ, უბრალოდ, არ მინდა, ჩემი გიჟური გადაწყვეტილებებით ვავნო ჩემს მეგობრებს, პატრიოტთა ალიანსის წევრებს! ოთხი თვე დამრჩა პარლამენტარობა და მაქსიმალურად მინდა, დავიხარჯო! არ მინდა, ჩემი სარისკო ქმედებით ზიანი მივაყენო ჩემთვის ძვირფას ადამიანებს! მივდივარ პარტიიდან და მივდივარ ფრაქციიდანაც! მინდა, ჩემს მეგობრებს ვუსურვო წარმატება, პოლიტიკურ და პირად ცხოვრებაში! უფალი გწყალობდეთ და გფარვიდეთ! ძალიან ვწუხვარ, მაგრამ მე უნდა გავამძაფრო ბრძოლა ჩვენი ქვეყნის და ქართველობის შესანარჩუნებლად! ქართველთა გადასარჩენად თავგანწირვის გზაზე მინდა დავადგე, ვინც გამომყვება, ღმერთმა დაგლოცოთ, ვინც არა, თქვენც დალოცვილი მეყოლეთ! აღმოჩნდა, რომ მე სხვა გზა მაქვს, უფრო უტვინო, მაგრამ ჩემი! უფალმა მიმყოფოს ყველა პატრიოტი პატრიოტულად! დიდება ღმერთს!!!“ – წერს ემზარ კვიციანი „ფეისბუქში“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g