LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აქციის მონაწილეები და ჟურნალისტები თავს დამესხნენ, მლანძღეს, ეს არ დაგინახავთ? – ემზარ კვიციანი სახალხო დამცველს

135
KVICO

დეპუტატი ემზარ კვიციანი სახალხო დამცველზე განაწყენებულია და მის მიმართ ომბუდსმენის შენიშვნებს არ იზიარებს.

კვიციანი აცხადებს, რომ მას აქციის მონაწილეები და ჟურნალისტები თავს დაესხნენ. 

ისინი ცხვრებთან ერთად თავს დამესხნენ და ვიგერიებდი - ემზარ კვიციანი

თმენის ვალდებულება მე არ გამაჩნია, როცა მაგინებენ და მაფურთხებენ

“გამომეკიდნენ, მლანძღეს, თქვენ ეს არ შეგიმჩნევიათ?- მიმართავს სახალხო დამცველს დეპუტატი. 

მისი თქმით, სახალხო დამცველისგან 6 ფურცლიანი დოკუმენტი მიიღო, სადაც წერია, რომ მან და სოცო კილაძემ ადამიანის უფლებები დააღვიეს. 

სიძულვილის ენას ახსენებთ ძალიან ხშირად და რა არის ბოლოს და ბოლოს ეს სიძულვილის ენა.  საქართველოში მცხოვრებთ გვაქვს ჩვენი სახელმწიფო ენა და საქართველოს ყველა მოქალაქეს აქვს ვალდებულება იცოდეს ქართული ენა, მეტყველებდეს ქართულად, იცოდეს ისტორია და კანონებში ერკვეოდეს. მე ადამიანს ვუთხარი საქართველოს მოქალაქე ბრძანდებით? -კიო. ქართულად რატომ არ მელაპარაკებით- მეთქი – ეს სიძულვილის ენაა?“– ამბობს კვიციანი.

შეგახსენებთ, მან რამდენი დღის წინ პარლამენტის წინ შეკრებილ აქტივისტებს და ჟურნალისტებს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები