ცნობილი ტელესახე, სალომე გოგიაშვილი ყოფილ მოდელს, ლიკა შენგელიას ჩაქუჩის ჩარტყმის ბრალდების გამო ცილისწამებაში ადანაშაულებს და ამბობს, რომ ცრუ ბრალდებების გამო მას სასამართლოში უჩივლებს.
სოციალურ ქსელში გავრცელებულ ემოციურ ვიდეომიმართვაში გოგიაშვილი ამბობს, რომ ბრალდებები, რომელიც მისი მისამართით შენგელიამ სოციალურ ქსელში გააჟღერა, სიცრუეა.
ლიკა შენგელიამ სოციალურ ქსელში ვრცელი პოსტი ორი დღის წინ გამოაქვეყნა, სადაც სალომე გოგიაშვილს ფიზიკურ ანგარიშსწორებაში დასდო ბრალი. მისი თქმით, გოგიაშვილმა, ეჭვიანობის ნიადაგზე, თავში ჩაქუჩი ჩაარტყა.
სწორედ შენგელიას „ფეისბუკ“ პოსტის პასუხად თქვა გოგიაშვილმა, რომ სასამართლოში ჩივილს აპირებს:
„რახან ასეთი ბრალდებები ისმის ჩემ წინააღმდეგ და აქ უკვე სისხლის სამართალი ერთვება და ის ბრალს მდებს, რომ მე ცივი იარაღით ვითომ მივუვარდი და განზრახ ვაპირებდი მის არამარტო სხეულის დაზიანებას, შეიძლება სიცოცხლის მოსპობითაც ვემუქრებოდი, არ ვიცი, მისი ფანტაზია სადამდე წაგვიყვანს, მინიმუმ უნდა არსებობდეს ექსპერტიზის ცნობა და ეს მას უკვე უნდა ჰქონდეს, რომ ჩვენ ყველას დაგვიმტკიცოს, რომ მე მართლა მას ავუვარდი ცივი იარაღით.
თუმცა, ნუ, რა თქმა უნდა, ეს არის აბსურდი და ყველა ის სიტყვა, რაც იქ წერია. ღმერთს მადლობა, რომ ყველაფერი ჩაწერილი მაქვს, აბსოლუტურად ყველაფერი, თუკი რამეს ის წერს რომ ასე არ იყო, ყველაფერი მაქვს…
გადავწყვიტე, ეს ცილისწამება თავიდან ავირიდო, ჩემს შვილებს ავარიდო ეს საზიზღარი ბრალდებები ჩემთან მიმართებაში.
გადავწყვიტე, რომ მივმართო სასამართლოს, შესაბამისად, ძალიან მალე ჩაინიშნება სასამართლო პროცესი, სადაც თქვენ შეძლებთ, რომ მოხვიდეთ იმიტომ რომ სასამართლო ღიაა ყველასთვის, მოხვიდეთ და ნახოთ ყველა ის კადრი რაც გადაღებული მაქვს, მოისმინოთ ყველა ის აუდიოჩანაწერი რაც ჩაწერილია, და დამიჯერეთ, ერთადერთი მიზეზი რატომაც არ ვასაჯაროებ ახლა მე ამ ყველაფერს, ეს არის ჩემი შვილების ინტერესი… ამას უკვე არ გავუტარებ რომ მე მაბრალებს ამ ყველაფერს, რაც თავის პოსტში უწერია…“ – ამბობს გოგიაშვილი ვიდეომიმართვაში.
ძალიან დიდი მადლობა თანადგომისთვის და სიყვარულისთვის❤️ ამ სიყვარულს ყველას დაგიბრუნებთ ასმაგად❤️❤️❤️
Posted by Salome Gogiashvili on კვირა, 10 აგვისტო, 2025
მანამდე კი ლიკა შენგელიამ სოციალურ ქსელში ვრცელი პოსტი გამოაქვეყნა, სადაც სალომე გოგიაშვილს ფიზიკურ ანგარიშსწორებაში დასდო ბრალი. მან დაწერა, რომ გოგიაშვილმა, ეჭვიანობის ნიადაგზე, თავში ჩაქუჩი ჩაარტყა.
მისი თქმით, „არსებობს ზღვარი, რომლის გადაკვეთის შემდეგაც მოთმინება აღარ არის ღირსება“.
შენგელია სოციალურ ქსელში აქვეყნებს ფოტოებს, სადაც მისი თქმით, ჩაქუჩის ჩარტყმის შედეგად მიღებული დაზიანება აქვს:
„არსებობს ზღვარი , რომლის გადაკვეთის შემდეგაც მოთმინება აღარ არის ღირსება !!!
„ჩემო მეგობრებო , ძალიან ვრცელი გამოვა რასაც დავწერ და ცოტა აქეთ იქით გადახტომებით და იმედია აჰყვებით თქვენც აზრებს. პირველ რიგში ვიტყვი რომ ეს ყველაფერი ჩემთვის მძიმე ძალზე , მაგრამ მიუხედავად ამისა არ შემეშინდება არაფრის, არც სახელების ხსენების რადგან ამ სახელებმა აღშფოთებული ქალბატონის მხრიდან მუქარით გაიჟღერა …. ასევე დავურთავ საკმაოდ მძიმე ფოტო მასალასაც რაც მე ახლახან მოვიპოვე , რომელმაც ჩემზე საშინლად იმოქმედა , რადგან ჩემი გულის წასვლის ფაქტი არც კი მახსოვდა ასეთი მძიმე სანახავი თუ იქნებოდა ჩემთვის …. ასევე აღვნიშნავ რომ ეს არ არის თავის სამართლებელი ინფო , მე ეს არ მჭირდება ! თუმცა მე მჯერა ამით დასრულდება აშარი ხალხის ბოგინი ამოფარებული სხვადასხვა ადამიანების სახელებს და ამით ამ ადამიანებსაც ავნებ პირველ რიგში !!! ძალიიიიიააააან არასწორი არჩევანი იყო ამ ავანტიურისთვის ჩემი არჩევა ) რადგან ამ ქვეყანაზე უფლის გარდა არავისი არ მეშინია და ჯერ არ დაბადებულა ადამიანი ვინც ლიკა შენგელიას ან მუქარით გააჩუმებს ან ინტრიგნული თავდასხმებით თავს დაახრევინებს …. რადგან სტატუსებით და 50 კაციანი გორილების ჯოგთან ერთად , ლანძღვით, ცილისწამებით და ბულინგით გადაწყვიტა ჩემი შეშინება , პასუხად მხოლოდ ჩემგან მის შესახებ მწარე სიმართლეს მიიღებს ! იცის ალბათ რომ საუკეთესო დაცვა თავდასხმაა და ბრბოს ემოციებზე თამაშია , და ბევრიც ამას ვერ გაუძლებდა …. მეტსაც გეტყვით იმ დღეს , როდესაც კომენტარებში რამდენიმე ახლობლის კომენტარი წავიკითხე , გული ისე გამეგლიჯა რომ თვით მკვლელობა დავისახე მიზნად , თუმცა ჩემმა ერთგულმა ხალხმა იმ ღამეს არ დამტოვეს მარტო … იმედი მაქვს ამ სტატუსის წაკითხვის შემდეგ შერცხვებათ ოდნავ მაინც …. ახლა კი მივუბრუნდები საქმეს ცოტა ისევ შორიდან …. დღეს აეროპორტში ერთ ერთი კომენტატორი მიღებდა ვიდეოებს , ხაოდა ბოლო ხმაზე , სიმწრის სიცილით და რეპლიკებით ჩემს მიმართ , თან ვიდეო ქოლზე აღშფოთებული და შეურაცხყოფილი ქალბატონი ჰყავდა და ანახებდა თუ როგორ ასრულებდა მის დავალებას და ახარებდა მას ჩემი დამცირებით ) მე ჩუმად ვიდექი და ვიღიმოდი . ამის შემდეგ ავედი თვითმფრინავში და გადავიღე ეს ზრდილობიანი დედა შვილი რომ მათი იდენტიფიკაცია მომეხდინა …. ფრენის დროს მომივარდა ეს ქალბატონი და დამიწყო საქმის გარჩევა თუ როგორ გავბედე და გადავუღე ) თურმე არ ყოფილა სასიამოვნო … ეს ქალბატონი დადგინდა , რომ ყოფილა ამ ადამიანების ფოტოგრაფი , სადაც თავად ამბობს გორილების კომენტარებში , ამაყობს ამით და ითხოვს თემის გაშლას და ეხმარება ამას თურმე სურათებით ))) მინდა დიდი მადლობა გადავუხადო , რადგან სულ ახლახან , სტატუსის გამოქვეყნების დღეს
მომაწოდეს და ძალიან დამეხმარა სურათის ნათლად წარმოდგენაშიც და პასუხისგებაშიც …. ყველა მასალას მივამაგრებ და თავად ნახავთ , ამ სურათებს უგზავნიდა ნაცნობებს და დაცინვით და სიამაყით ეუბნებოდა რომ ნახეთ რა მაგარი ვარო რა დღეში ჩავაგდეო … არ ვიცი თქვენზე როგორ , მაგრამ ჩემზე ისე იმოქმედა ამ სურათის ნახვამ სადაც ნახევრად მკვდარი გულწასული ვარ, იმიტომ რომ ეს მომენტი ამოვარდნილი მქონდა თავში ჩაქუჩის ჩარტყმის შედეგად … პირველ სურათში ჩანს რომ ორივე მესხმის თავს , ქალბატონმა რაღაც ბლაგვი ჩამარტყა სავარაუდოდ ჩაქუჩი რადგან ხელში ეჭირა და დავინახე გარეთ სანამ მანქანაში ჩავჯდებოდი და მისი მეუღლე ხელს მიგრიხავს რომ წამართვან ტელეფონი , რომ პატრულში არ დავრეკო … მეორე სურათში გულწასული ვარ და მესამეში ხალხი ჩანს , არ ვიცი მე არ მახსოვს ესენი , ალბათ შეეშინდათ ამათ ეგონათ მოვკვდი და მათი გუნდის წევრები დაისიეს ნუ ფოტოგრაფის გარდა , მან ყოჩაღად აღბრჭდა ყველა დეტალი …. გადავედით ახლა ისევ აღშფოთებულ და შეურცხყოფილ ქალბატონზე რომელსაც თურმე ქმარს ართმევენ და ოჯახის სიწმინდეს უნგრევენ , ქმარს რომელმაც წინა დღეს დამირეკა მესინჯერით ძალიან ნასვამმა და მეორე დღეს მოვარდა ჩემს სახლთან სადაც !!! ცხოვრებაში პირველად ვნახე ლაივში გარდა იმისა რომ რამდენჯერმე გამარჯობით მივსალმებივარ !!!! ქმარს ართმევენ თურმე შეურაცხყოფილ დედაკაცს , რომელიც დღემდე მისი ქმრის უახლოეს მეგობართან დადის წლებია და ვისი ცოლიც მუსი საუკეთესო მეგობარია … ქმარს რომლის მეორე მეგობართან ორ წლიანი რომანი ჰქონდა , და როცა ამ ბიჭს ამოუვიდა ყელში დაშორდა და შეყვარებული გაიჩინა , ჩემი მეგობარი გოგო , ეს წმინდა ოჯახის ქმრიანი დედაკაცი მიუვარდა სახლში ამ გოგოს , რომ თავი დაანებე ჩემს კაცსო …. ყველა ვთხოვდით რომ დაერეკა მისი ქმრისთვის მაგრამ ამ გოგოს შეეშინდა .. ალბათ ახლაც ეგონა რომ მეც შემეშინდებოდა და გავჩუმდებოდი … შემეშინდებოდა ვატო ყიფიანის ვისი ახლობლობითაც დამემუქრა , არადა ეს ოჯახი ჩემთვის ძალიან საყვარელი და ახლობელია და რომც არა მაინც არ შემეშინდებოდა რადგანაც მართალი ვარ ! ასევე მომიგზავნა ახლობლები , როცა გაიგო რომ სასამართლოსთვის უნდა მიმემართა ამ სურათების ნახვის მერე ( აქვე ჩავამატებ რომ თავდასხმის დროს მე მაინც გამოვიძახე პატრული დავაფიქსირე სახელიც ვინც დამესხა თავს , მაგრამ მერე შეშინებულებმა დაიწყეს პატიების თხოვნა , ჩემს ქმარს პირობითი აქო და დაიჭერენო და არ დავაჭერინე , გავჩერდი , გადავყლაპე რომ ეს სიბინძურე არ მომხდარიყო , რომ ჩემს შვილებს არ შეხებოდათ და ბოლოს და ბოლოს ციხისთვის მაინც ვერ გავიმეტე და გავაუქმე 112 ში , თუმცა იმავე საღამოს , მას შემდეგ რაც საყვარელმა ქმარმა ისე სცემა რომ სახლიდან ვერ გადიოდა , უჩივლა და აღმკვეთი ღონისძიება შეუფარდეს და ვეღარ ეკარება) ხო ანუ ეს მოგზავნილი კეთილისმსურველები ფარული მუქარით ასე აღვიქვი მე ყოველ შემთხვევაში , რომ ეს შეურაწხყოფილი ქალბატონი ბატონი ბიძინა ივანიშვილის ოჯახის ძაააალიან დაახლოებული პირიაო , რომ ამ დედაკაცთან დატაკება თურმე ამ ოჯახთან დატაკებას უდრის და რომ არავინ არ დააჩაგვრინებს თურმე მას ) პირველ რიგში მე ამის არ მჯერა ! მეორე რიგში დიდი პატივისცემით ვარ ბატონი ბიძინას ოჯახთანაც , მართალია მე არ მაქვს არანაირი შეხება , მაგრამ ჩემი შვილები მეგობრობენ ამ ოჯახის წევრებთან და რატომღაც არც ამჯერად შემეშინდა და ვერც კი წარმომიდგენია რომ უდანაშაულო ადამიანს რამეს დამიშავებს ეს ხალხი ! მე ჩემი ყოველი სიტყვის პასუხისმგებელი ვარ ! რაც მე შეშფოთებულ ქალბატონზე დავწერე , არ მგონია ვინმე გამეკვირვებინა , უბრალოდ ამას ასე ვერავინ ამბობდა და მე ვიტყვი ! ვიტყვი და უფრო მეტის თქმაც შემიძლია , უბრალოდ არის წმინდა თემები , რომელსაც მე არასოდეს შევეხები რაც არ უნდა მტერი იყოს ჩემი და ეს შვილებია ! ამ თემიდან დავბრუნდები ჩემს ცილისწამების ფაქტებზე რომ მე თურმე ამ თემით ვაქეზებდი ამ ქალის მეუღლეს …. ამ თემიდან პარალელურად გადახტომაა, და თან კითხვა , თუნდაც ყველა იმ ავტორიტეტთან ან კაცურ გაგებაში, რა ჰქვია კაცს , რომელიც ქალთან სასაუბროდ მიდის და ახვედრებს კამერებს , იწერს საუბარს , უყენია ფოტოგრაფი ( სავარაუდოდ მის გასამწარებლად ან სამაგიეროს გადასახდელად , მოტივს დღემდე ვერ ჩავწვდი)…. ჩემი გაგებით ამას ბოზობა ჰქვია … ( ამდენი ლანძღვის მერე მეც გამოვიყენებ ცუდ სუტყვას, რომელსაც ამ კონტექსტში ვერ შევცვლი ) რაც შეეხება საუბრის ჩანაწერებს ! ვითხოვ გაშალონ როგორც მემუქრებიან ოღონდაც მთლიანი და არა დამონტაჟებული რაც მას სჩვევია და სად ვიძახი ან ამ აღშფოთებულზე რამეს ან რა იმედი ჩავუსახე ვინმეს !!! ეს ჩანაწერები არის ჩემი ალიბი ! მე როგორც შემეძლო და სწორი მეგონა , ისე მოვიქეცი , მინდოდა თბილად ამეხსნა რომ თავი დაენებებინა ჩემთვის , მინდოდა ისე მომეგვარებინა რომ ეს სპეტაკი ქალბატონი გულ ნატკენი არ ყოფილიყო!!! რა ვიცი მე ასე ჩავთვალე საჭიროდ თუმცა მეგონა ნორმალურ ადამიანს ვესაუბრებოდი , მეცოდებოდა თან რომ ვიცოდი რა ხდებოდა მის თავს და ამიტომ უხეშად არ ვუპასუხე…. ძალიან ბევრი ცუდი აზრი მიტრიალებდა თავში , თავის მოკვლა, შურისძიების სურვილი , ღმერთზე სიბრაზე რომ რატომ არ დამიცვა …. მაგრამ მერე მივხვდი რომ უფალი გადამეფარა რომ ეს ჩაქუჩი საფეთქელს ასცდა, მერე ისეთი რამ გადახდა ამ ქალს თავს რომ ეგეთ შურისძიებასაც ვერ ვინატრებდი და ძალიან მიხარია ასეთ ბინძური სულის ადამიანს რომ ამით მოუწევს ცხოვრება !!! დიდება უფალს და მადლობა მას ! მადლობა მას რომ ასეთი განსაცდელიც კი ვერ წამაქცევს , თავს ვერავინ ვერასდროს დამახრევინებს და მუდამ ამაყი ვიქნები !!! მე ლიკა შენგელიას , 5 არაჩვეულებრივი და სანიმუშო შვილების დედას ! 4 ვაჟკაცის დედას ! დედას რომელიც აგერ უკვე 4 წელია მარტო ზრდის თავის პატარა სამ კაცუნას , ვერავინ ვერ იტყვის რომ სადმე ვინმესთან თუნდაც გამივლია !!! იმიტომ კი არა რომ უფრთო ანგელოზი ვარ, სულაც არა , უბრალოდ მე მეტი მინდა !!!! მე ჩემი ადამიანი მინდა , და ყველა ადამიანი ვინც კი ყოფილა ჩემს ცხოვრებაში მიყვარდა მთელი გულით და დღესაც ყველს უხარია ჩემი დანახვა ! მე ვინც მიცნობს იმათ არც ეს სტატუსი სჭირდება ! ეს საჭიროა ასეთი ამაზრზენი სხვის კეთილ სახელს ამოფარებული თავხედების გასაჩერებლად !!!! მადლობა ყველას თითო სიტყვისთვისაც კი , ყველა სიტყვა მახსოვს და გულში დავიტოვებ ! მაგრამ სხვასაც არ დავივიწყებ ) რადგან განსაცდელის ჟამს ჩანს შენი ადამიანები !!!!
სტატუსები გინდოდა ქალბატონო ? მიირთვი
ჩემი შერცხვენა გინდოდა ? პირიქით ! ვამაყობ ჩემით რომ გაგიძელი !!! რომ მოგერიე და რომ საბოლოოთაც დაგამარცხებ და გაგანადგურებ !!!! თუ კანონის ძალით ვერ შევძლებ და ვინმე ხელს შემიშლის მაშინ ადამიანის თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით გასამართლდები !!!! შევეწირები მაგრამ პასუხს მაინც გაგებინებ !!! თუმცა უკვე ბედნიერი ვარ როგორც ხარ!!! ჯერ სად ხარ !!!! მისამართი შეგეშალა და მგონი უკვე მიხვდი !!!
პ.ს. აქ დავასრულებ მეგობრებო , ვისაც რა უნდა იფიქროს , ყველამ გულში ჩაიხედოს რამდენს გაუხარდა და რამდენს იმედი ჰქონდა ჩემი განადგურების )) ….. ჩემით ვიწყებ , ჩემი თამადობით ყველას თავისი სიმართლით გაუმარჯოს !!!! ამინ .
მაპატიეთ ეს მძიმე სურათები , აწი ლამაზ სურათებს დავდებ ზღვიდან . მიყვარხართ ყველა იცით ვინებიც , ზოგისთვის სიცოცხლის ბოლომდე ვალში ვიქნები ამხელა თანადგომისთვის !!! დიდი მადლობა“ – წერს შენგელია სოციალურ ქსელში.
არსებობს ზღვარი , რომლის გადაკვეთის შემდეგაც მოთმინება აღარ არის ღურსება !!! ჩემო მეგობრებო , ძალიან ვრცელი გამოვა რასაც…
Posted by Lika Shengelia on პარასკევი, 08 აგვისტო, 2025
მანამდე კი სალომე გოგიაშვილმა აღნიშნულ თემაზე „ფეისბუქზე“ სტატუსი გამოაქვეყნა, თუმცა ადრესატი არ დაუკონკრეტებია.
„სხვის ქმარზე ნადირობა სულიერი სიღარიბის მანიშნებელია! ვინც სხვის ტკივილზე ბედნიერებას აშენებს, ის თვითონ იქცევა წარსულად ღვთის წინაშე. მე მგონი მეთანხმებით ხომ გოგოებო? თუ გინდათ გავშალოთ თემა მერე, თქვენი აზრი მაინტერესებს?“ – წერდა სალომე გოგიაშვილი.
“სხვის ქმარზე ნადირობა სულიერი სიღარიბის მანიშნებელია ! ვინც სხვის ტკივილზე ბედნიერებას აშენებს, ის თვითონ იქცევა…
Posted by Salome Gogiashvili on ოთხშაბათი, 06 აგვისტო, 2025