LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გადაწყდა: 12 ნოემბრის მატჩზე გულშემატკივარი არ იქნება

274
KJR-9487

12 ნოემბერს საქართველოს ნაკრები ისტორიაში უმნიშვნელოვანეს მატჩს ითამაშებს. ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრამდე ერთი ნაბიჯი რჩება – შინ ჩრდილოეთ მაკედონიას უნდა მოვუგოთ. ბოლო დროს გართულებული ეპიდვითარების გამო დიდი ალბათობა იყო, რომ მატჩზე მაყურებელს არ დაუშვებდნენ, თუმცა თამაშის მნიშვნელობიდან გამომდინარე მიზერული იმედი, რომ მინიმალურ რაოდენობის გულშემატკივარს შეუშვებდნენ მაინც არსებობდა. თუმცა დღეს საბოლოოდ გაირკვა, რომ სტადიონზე ხალხს არ შეუშვებენ.

ვიცე-პრემიერის, მაია ცქიტიშვილის თქმით, მატჩი გულშემატკივრების გარეშე ჩატარდება. იგი მოუწოდებს საზოგადოებას, რომ ნაკრებს შინიდან უგლუშემატკივრონ.

“სამწუხაროდ დღეის მდგომარეობით, საქართველოში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე, ჩვენ მოგვიწევს ამ მატჩის ჩატარება გულშემატკივრების გარეშე. მოდით, ყველამ ერთად უდიდესი პასუხისმგებლობა გამოვიჩინოთ და ჩვენს ფეხბურთელებს ვუგულშემატკივროთ სახლებიდან. მე დარწმუნებული ვარ, რომ ამით ისინი უარესად არ ითამაშებენ”, – განაცხადა ცქიტიშვილმა.

სულ ცოტა ხნის წინ, “ფორტუნას” პირდაპირ ეთერში იგივე დაადასტურა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა დავით მუჯირმაც:

„ერთი თვის წინაც, როცა ბელარუსთან იყო თამაში, ძალიან აქტიურად ვმუშაობდით ყველა სტრუქტურასთან ქვეყნის შიგნით და ყველაზე მეტად ჩვენ გვსურდა მატჩზე მაყურებლის დასწრება. თუმცა ვფიქრობ დღეისათვის ქვეყანაში არსებული რეგულაციების შესაბამისად ჩრდილოეთ მაკედონიასთან მატჩიც უმაყურებლოდ ჩაივლის. ჩვენ მზად ვიყავით სხვა სცენარისთვისაც, იმ შემთხვევისთვის, თუ იქნებოდა ნებართვა სტადიონზე მაყურებლის თუნდაც მცირე ნაწილის დაშვების. თუმცა როგორც ხედავთ, დღეს შესაბამისმა უწყებამ გამოაცხადა, რომ ამის შესაძლებლობა არ არის.
რასაკვირველია, სამწუხაროა, თუმცა ყველა ის ადამიანი, ვინც სტადიონზე იქნება მატჩის მსვლელობისას, ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რათა ნაკრებმა იგრძნოს არა მხოლოდ ჩვენი, არამედ მთელი ქართული საზოგადოების მხარდაჭერა, როგორც ეს ბელარუსთან მატჩზე მოხდა“.

შემადგენლობა ცნობილია: საქართველო ისტორიის დასაწერად იკრიბება

ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფის ფინალი საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიას შორის 12 ნოემბერს “დინამო არენაზე” გაიმართება, მატჩი 21:00 საათზე დაიწყება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები