LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“გადაწყვეტილება მიღებულია დროებით და გაზრდილ მგზავრთნაკადს უკავშირდება” – პიკის საათებში გარკვეულ სამარშრუტო ხაზებზე ფეხზე დგომით მგზავრობა დაშვებული იქნება

205
Untitled design

თბილისში მოძრავ მიკროავტობუსებში, გარკვეულ სამარშრუტო ხაზებზე, პიკის საათებში მგზავრს ფეხზე დგომის საშუალება ექნება.

როგორც “ფორტუნას” კომპანია “თბილისის მიკროავტობუსში” განუცხადეს, გადაწყვეტილება მიღებულია დროებით და ის გაზრდილ მგზავრთნაკადს უკავშირდება.

კომპანიაში ასევე ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ მძღოლებს მგზავრების მხოლოდ იმ რაოდენობის ფეხზე დაყენების საშუალება მიეცათ, რა რაოდენობაც დაშვებულია ამავე სატრანსპორტო საშუალების პასპორტით, ანუ ტექნიკური მონაცემებით.

“ასეთი გადაწყვეტილების მიღება კომპანიას გაზრდილი მგზავრთნაკადის გამო მოუწია, თუმცა აუცილებლად ხაზგასმით უნდა აღვნიშნოთ, რომ მძღოლებს მგზავრების იმ რაოდენობის ფეხზე დაყენების საშუალება მიეცათ, რა რაოდენობაც დაშვებულია ამავე სატრანსპორტო საშუალების პასპორტით, ანუ ტექნიკური მონაცემებით.

ეს არის გარკვეული ხაზები, ბუნებრივია, იცით, რომ სატრანსპორტო ხაზებზე კომპანია მონიტორინგს უწყვეტ რეჟიმში აწარმოებს.

იქიდან გამომდინარე, რომ კონკრეტულ მარშრუტებზე მგზავრთა ნაკადის რადიკალური ზრდა შეიმჩნევა, ამ კონკრეტულ სამარშრუტო ხაზებს მიეცათ ავტოსატრანსპორტო საშუალების ტექნიკური პასპორტის მონაცემებით დაშვებული მგზავრთა რაოდენობის ფეხზე დაყენების ნებართვა, ბუნებრივია, საუბარია, პიკის საათებზე და მონიტორინგის სამსახური ამასაც მკაცრად აკონტროლებს.

იყო ძალიან ბევრი შემთხვევა, როდესაც მგზავრთა და მძღოლებს შორის უკმაყოფილება – მძღოლი არ აძლევდა მგზავრს ფეხზე დადგომის საშუალებას და ა.შ”, – განუცხადეს “ფორტუნას” კომპანიაში.

შეკითხვაზე – რამდენია დასაშვები ზღვარი, კომპანიაში გვპასუხობენ, რომ ეს არის, დაახლოებით, 5 ადამიანი.

“რაც შეეხება მარშრუტებს, მაგალითად 54, 470 და ა.შ. სადაც მგზავრთა ნაკადი ძალიან დიდია.

იმისგან თავის არიდებას, რომ ადამიანი უფრო დიდხანს იდგეს გაჩერებაზე, კომპანიამ არჩია ტექნიკური მონაცემებით დაშვებული ადამიანების რაოდენობის ფეხზე დადგომა, რაც დაშვებულია, ეს გამოსავალი მოინახა, ისიც გარკვეული პერიოდით”, – აცხადებენ “თბილისის მიკროავტობუსში”.

დღეიდან ლურჯ მიკროავტობუსებში წინ დაჯდომა დასაშვები გახდა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g