LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გადმოცემა – როგორ შეაჩერეს ხევსურეთის სოფლის მკვიდრებმა შავი ჭირის გავრცელება

1009
xvstrtnewssssss

სოციალურ ქსელში ვრცელდება საინტერესო ამბავი ჩვენი წარსულიდან, თუ როგორ შეაჩერეს ხევსურეთის ერთ-ერთი სოფლის მკვიდრებმა საქართველოში შავი ჭირის გავრცელება.

გადმოცემის თანახმად, ხევსურეთში სოფელ ანატორის მცხოვრებლებმა საქართველო შავი ჭირის ეპიდემიისაგან გადაარჩინეს. როდესაც მთელი სოფელი დაავადდა, სოფლიდან გასვლა თვითონვე აკრძალეს, რომ სხვაგან არ გავრცელებულიყო ეპიდემია.სოფლის კოშკზე ორთოფიანი კაცი დააყენეს, რომ თუ ვინმე გაპარვას დააპირებდა, მაშინვე ესროლათ. სოფლიდან 100 მეტრში აკლდამები ააგეს და ვინც დაავადებას იგრძნობდა, თავისი ფეხით მიდიოდა და სიკვდილს ელოდებოდა. ხევსურებს თოფის სროლის შიში არ ჰქონდათ, მით უმეტეს, დაავადებისაგან მომაკვდავებს. ხევსურებმა თვითონ მოიფიქრეს ქვეყნის გადარჩენა და კოშკიდან ერთი თოფიც არ გავარდნილა, ერთსაც არ უცდია გაპარვა. ორი ათასზე მეტი ადამიანიდან სულ 7 გადარჩა ცოცხალი. აკლდამაში კი მკერდზე მიკრული შვილით ქალი იპოვეს, რომლის წარწერაც კედელზე დარჩა – ,,გაღმა სოფელში ასკილი ჰყვავის”..

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g